საცხობების ქსელი “ანტრე” ლონდონშია. ქსელის პირველი კაფე დიდ ბრიტანეთში, ნოთინგ ჰილ გეითის #138-ში 5 ივლისს გაიხსნა. ინფორმაციას ამის შესახებ „ანტრე ჯგუფი“ Facebook-გვერდზე აქვეყნებს, სადაც დეტალურადაა აღწერილი ბრიტანეთში გახსნილი „ანტრეს“ ფილიალის კონცეფცია.
კომპანიაში განმარტავენ, რომ „ანტრე ლონდონი“ ქსელის საეთაშორისო ექსპანსიის ნაწილია, რომელიც თბილისისა და ბაქოს შემდეგ მესამე ქალაქს წარმოადგენს. „ანტრეს ჯგუფმა“ ლონდონის განვითარებაში 1.3 მილიონი გირვანქა სტერლინგის ოდენობის ინვესტიცია განახორციელა. ქსელი ბრიტანულ ბაზარზე ექსპანსიას ახლო მომავალში გეგმავს.
“ანტრე” ბრიტანულ ბაზარზე საინტერესო სინთეზით წარსდგა; აქცენტი აქ ქართულ ტრადიციულ კერძებსა და ღვინოზე გაკეთდა, სადაც ცნობილ ევროპულ კერძებთან ერთად უნიკალური ქართული სუფრის ელემენტებია წარმოდგენილი.
„ლონდონის ანტრე Tbilisi Bakery-ს სახელით წარმოვადგინეთ და ლოგოტიპში უნიკალური ქართული დამწერლობა გავაჩინეთ სწორედ იმ მოსაზრებით, რომ გვჯერა ქართული კულინარიის ძალის. ჩვენს სამზარეულოს უდიდესი პოტენციალი აქვს და ფორმატი, რომლის მეშვეობითაც „ანტრე ლონდონში“ ქართული კულინარიული ნაწარმია წარმოდგენილი თანამედროვე მსოფლიოსთვის ყველზე მისაღებად და კომფორტულად მიგვაჩნია.
ძირითადი ასორტიმენტი მზა მდგომარეობაშია და დახლიდან იყიდება, ეს სტუმრის დროს მნიშვნელოვნად ზოგავს და თან წაღების საშუალებასაც აძლევს, გამოცდილებამ გვაჩვენა, რომ დღევანდელ დინამიურ სამყაროში დრო და სიახლე ყველაზე დიდი ფუფუნებაა და მას სიფრთხილით უნდა მოვეკიდოთ, ამიტომაც ანტრეს მსგავს ფორმატებშია მომავალი. გემოები, რომელსაც "ანტრე ლონდონი" მომხმარებელს სთავაზობს, ბრიტანულელი პობლიკისთვის ახალია და მათში უზარმაზრ ინტერესს იწვევს“, - აცხადებს „ანტრე ლონდონის“ რეგიონალური მენეჯერი ნუცა ფიჩხაია.
კომპანიის ინფორმაციით, დღეისათვის საცხობების ქსელი „ანტრე“ თბილისში - 15 ობიექტს, ბაქოში - 5 ობიექტს და ლონდონში 1 ობიექტს ფლობს. ამასთან, სექტემბერში ბაქოში ქსელის რიგით მეექვსე კაფე გაიხნება.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება
5 მითი გასახურებელი თამბაქოს შესახებ
"კარფურის" 300-ზე მეტი სუპერმარკეტის მმართველი კომპანიის დამფუძნებელი, მილიარდერი მაჯიდ ალ ფუტაიმი გარდაიცვალა
საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლება სოცდაუცველების დასაქმების სანაცვლოდ - შეთავაზება მთავრობას
რა ტოქსიკური ნივთიერებები გამოიყოფა სიგარეტის წვის დროს?
"1 გრამ შაფრანს საერთაშორისო ბაზარზე 10 დოლარად ვყიდი“ - გორში "წითელ ოქროს“ აწარმოებენ