მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"აპარეკა" - სასტუმრო-კოშკი შატილში ტურისტების მოლოდინშია

5f4cfc367aa8e
ინგა მურუსიძე
03.09.20 10:00
1787
"რა თქმა უნდა, პანდემიის დროს რისკი იყო, რომ სტუმრები არ გვყოლოდა, მაგრამ როგორც კი სიტუაცია მიწყნარდა და ჯავშნების მიღება დაიწყო, ახალი სასტუმროს გახსნის გადაწყვეტილება მივიღეთ" - ამის შესახებ bm.ge-ის შატილში ახლადგახსნილი სასტუმრო-კოშკის - „აპარეკას“ მენეჯერმა თეონა ჭინჭარაულმა განუცხადა.

მისი თქმით, პანდემიის პერიოდში, 20 ივლისს გახსნილი სასტუმრო-კოშკი „აპარეკა“ შატილში სტუმრებს წესების სრული დაცვით იღებს.

„საოჯახო სასტუმრო მანამდეც გვქონდა, მაგრამ ახლა სარემონტო სამუშაოებს ვახორციელებთ და იქ სტუმრებს არ ვიღებთ, თუმცა ახლა გავხსენით სასტუმრო-კოშკი „აპარეკა“, სადაც ერთი ღამის ღირებულება 30 ლარია. სტუმრები გვყავს, თუმცა გასულ წელთან შედარებით - ნაკლები. სექტემბრისთვისაც გვაქვს ჯავშნები და ველოდებით საქართველოს მოქალაქეებს. სასტუმრო-კოშკის აშენების შემთხვევაში ვისარგებლეთ პროგრამით „აწარმოე საქართველოში“ 5000 ლარიანი გრანტით, ხოლო დანარჩენი თანხა თავად მოვიძიეთ, საბანკო სესხი არ დაგვჭირვებია“, - განაცხადა ჭინჭარაულმა.

მისი განმარტებით, სასტუმრო გათვლილია მხოლოდ ზაფხულის სეზონზე.

"აქამდე პრობლემა იყო შატილამდე მოსასვლელი გზა, მაგრამ ვფიქრობ, მალე აღარ იქნება, რადგან ახლა გზის გაფართოება მიმდინარეობს და უკვე კარგი გზაა, როგორც ვიცი, 2 წელიწადში  გზების რებილიტაცია მთლიანად დასრულდება“, - განაცხადა ჭინჭარაულმა.