მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"აპლიკაციას უკვე 1000 რეგისტრაცია აქვს" - აუდიოზღაპრების სტარტაპის გეგმები

6299e2d638610
მარიამ იზორია
03.06.22 23:00
937
ბაზარზე ახალი სტარტაპი გამოჩნდა. აპლიკაცია სახელად „ბულბული” ბავშვებს პროფესიონალი მსახიობების მიერ გახმოვანებულ აუდიოზღაპრებს სთავაზობს, რომელიც, როგორც IOS-ის, ასევე Android-ის მომხმარებლისთვის არის ხელმისაწვდომი.

რაც შეეხება ტარიფს, მომხმარებლისთვის სამი ზღაპარი უფასოა, ერთი თვის ღირებულება 3.90 ლარია, წლიური ტარიფი კი 40 ლარს შეადგენს.

„ბულბულის“ თანადამფუძნებელი ნათია ამირიძე bm.ge-სთან აღნიშნავს, რომ აპლიკაცია სულ ერთი კვირაა, რაც ჩაეშვა და უკვე 1000 ჩამოწერა და რეგისტრაცია აქვს.

მისივე თქმით, სამომავლოდ „ბულბული“ ქვეყნის საზღვრებს გაცდება და ზღაპრების გახმოვანებას სხვადასხვა ენაზე დაიწყებენ.

„აუდიო ზღაპრების აპლიკაციაზე მუშაობა წელიწად-ნახევრის წინ დავიწყეთ. იდეა გაჩნდა მაშინ, როდესაც ჩვენი ბავშვებისთვის ქართულად გახმოვანებულ ზღაპრებს ვეძებდით, თუმცა ხარისხი არ იყო შესაბამისი. სულ რაღაც ერთი კვირის წინ ჩავუშვით, მანამდე მეგობრები ერთმანეთის შვილებზე ვტესტავდით და მათ მითითებებს ვითვალისწინებდით. ამ მცირე პერიოდში კარგ შედეგზე გავედით - აპლიკაციას უკვე 1000 რეგისტრაცია აქვს. ჩვენი მიზანია, რომ „ბულბულმა“ ბავშვებს კითხვა შეაყვაროს, რადგან როდესაც ბავშვი მოსმენას დაიწყებს შემდგომ კითხვაზე მარტივად გადავა.

ამ ეტაპზე აპლიკაციაში მხოლოდ ზღაპრებია ხელმისაწვდომი. სამომავლოდ, იგავებს, მითოლოგიებს, ისტორიას, გეოგრაფიას და სხვა საგნებს დავამატებთ, რათა თინეიჯერებიც მოვიზიდოთ. ამასთან, გვინდა თანამედროვე ქართველი ავტორები ჩავრთოთ, მათგან ზღაპრებს შევიძენთ. გეგმებში სხვა ბაზრებზე შესვლაც შედის“ - ამბობს „ბულბულის“ თანადამფუძნებელი.