„გააგორე“ - ასე ჰქვია მობილურ აპლიკაციას, რომელიც ნებისმიერ მსურველს საწყისად მხოლოდ ფეხბურთის ტურნირების დაორგანიზებას, სპორტული გუნდების შექმნას და ამ ტურნირებში მონაწილეობის მიღებას სთავაზობს.
სტარტაპის დამფუძნებელი მირიან მანჯავიძე bm.ge-სთან აღნიშნავს, რომ ამ დროისთვის აპლიკაცია მხოლოდ „ანდროიდის“ მომხმარებლისთვის არის ხელმისაწვდომი და მას უკვე 1000-მდე მომხმარებელი ჰყავს.
„მე და ჩემს მეგობრებს ფეხბურთი ძალიან გვიყვარს და ვინც სამოყვარულო დონეზე თამაშობს, ყოველთვის აინტერესებს, რამდენი გოლი გაიტანა და ა.შ. სწორედ აქ გაჩნდა პლატფორმის შექმნის იდეა. მისი განვითარება დავიწყეთ და საბოლოოდ მივედით „მასტერ ლიგასთან“. მათთან კომუნიკაციისას აღმოჩნდა, რომ ტურნირის ორგანიზება მათთვისაც დიდი პრობლემაა და ისინიც ფურცელზე წერენ, იდეა, რომ შევთავაზეთ გვითხრეს, რომ ძალიან გამოსადეგი იქნებოდა, ამიტომ აქტიურად მუშაობა დავიწყეთ.
დღეს „გააგორეზე“ ნებისმიერ მსურველს სპორტული აქტივობის, ჯერჯერობით მხოლოდ ფეხბურთის ტურნირის დაორგანიზება, სპორტული გუნდების შექმნა, მეგობრების მოწვევა და ამ ტურნირებში მონაწილეობის მიღება შეუძლია. აპლიკაცია ერთი თვეა, რაც სატესტო რეჟიმით ჩაეშვა და ამ ეტაპზე მხოლოდ „ანდროიდისთვის“ არის ხელმისაწვდომი“ - აღნიშნავს ის.
აღსანიშნავია, რომ „გააგორეს“ 5-კაციანმა გუნდმა GITA-ს 15 000-ლარიანი გრანტი მოიპოვა, თანხა კი აპლიკაციის საწყის განვითარებას მოხმარდა.
რაც შეეხება შემოსავალს, სტარტაპი, როგორც ბიზნესი ორი მიმართულებით განვითარდება.
„აპლიკაციაში მსურველებისთვის ტურნირის დაორგანიზება უფასოა, თუმცა ორგანიზაციებს, სკოლებს, უნივერსიტეტებს, რომლებსაც დიდი ტურნირების დაგეგმვა ენდომებათ, მათთვის ეს სერვისი ფასიანი იქნება. ამასთან, პლატფორმაზე რეკლამები განთავსდება. აპლიკაციის ბიზნესის კუთხით განვითარებას 2023 წელს დავიწყებთ“ - ამბობს მირიან მანჯავიძე.
„გააგორეს“ მსოფლიოს მასშტაბით სხვადასხვა ქვეყნის ათვისების გეგმაც აქვს. სტარტაპის დამფუძნებლის თქმით, საწყისად ქვეყნებს შორის მოლდოვა, სომხეთი და აზერბაიჯანი იქნება.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
“ტრეფიკ თრეველის” დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე გუდაურში დააკავეს
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
ქუთაისიდან სვანეთისკენ გვირაბი თუ გაკეთდა, მესტია შვეიცარიის დონის კურორტი გახდება - გურჩიანი