მსოფლიო უმდიდრესი მეწარმის, ილონ მასკის განცხადებით, კომპანია Apple-ი Twitter-ს App Store-დან აპლიკაციის წაშლით ემუქრება.
მასკის განმარტებით, Twitter-მა Apple-ისგან მუქარა არაერთხელ მიიღო, თუმცა ტექნოლოგიური გიგანტს გადაწყვეტილების მიღების მიზეზები არ განუმარტავს.
ექსპერტების შეფასებით, საქმე კონტენტის მოდერაციის საკითხს უკავშირდება, რომელიც Twitter-ის სათავეში ილონ მასკის მოსვლის შემდეგ რადიკალურად შეიცვალა. მასკის გადაწყვეტილებით, აღდგა მილიონობით დაბლოკილი ანგარიში, მნიშვნელოვნად შემცირდა ცენზურისა და მოდერაციის სიმკაცრე, რის გამოც სოციალურ ქსელში მარტივად ვრცელდება სიძულვილის ენის შემცველი, რასისტული, ქსენოფობიური და პორნოგრაფიული შინაარსის განცხადებები და პოსტები, რაც Apple-ის წესდებასთან წინააღმდეგობაშია.
აღსანიშნავია, რომ App Store-ი iPhone-ში აპლიკაციის ჩაწერის ერთადერთი ლეგალური გზაა, ამ პლატფორმიდან აპლიკაციის ჩახსნით კი Twitter-ი დაკარგავს Apple-ის სმარტფონებთან წვდომას. ამ ყველაფერს ამწვავებს ის მოცემულობაც, რომ Twitter-ის მომხმარებლების უდიდესი ნაწილი აშშ-ის მოქალაქეა, ამერიკელების 80% კი iPhone-ს იყენებს, ახალგაზრდებში კი ეს მაჩვენებელი 95%-ს აჭარბებს.
ცნობისთვის, მასკმა ხუმრობით აღნიშნა, რომ თუ Apple და Google თავიანთი სისტემებიდან Twitter-ს წაშლიან, მაშინ ის საკუთარ სმარტფონს შექმნის.
"საქართველოს ბანკის" მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla, Berskhire Hathaway, Meta, Twitter და სხვა. დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რამდენი ქართველი ცხოვრობს რუსეთში?
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
პატარძეულთან ახლოს, ნავთობის ახალი მარაგებია აღმოჩენილი - Block Energy
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
ქუთაისიდან სვანეთისკენ გვირაბი თუ გაკეთდა, მესტია შვეიცარიის დონის კურორტი გახდება - გურჩიანი
საქართველომ ტრაილერების გატარებით რეკორდული შემოსავალი მიიღო
"ვფიქრობ, ქარხნებიც გადმოვა საქართველოში" - ოსმან ჩალიშქან-მჟავანაძე დიაგონალური კუმულაციის მოსალოდნელ შედეგებზე
რა ნიშნულს შეინარჩუნებს ლარი? - პაპავას პროგნოზი
საქართველო ერთიანი ევრო გადახდის სივრცეში გეგმავს გაწევრიანებას - პრემიერი
თბილისის მოსახლეობის ნაწილს წყალმომარაგება 34 საათით შეუწყდება