საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს დაგეგმილ აქციის „შინ ევროპისკენ“ წევრებს მიესალმება და მოუწოდებს, რომ თავისი პოზიცია ექსცესების გარეშე დააფიქსირონ. ამის შესახებ მან საგანგებო განცხადების გაკეთების დროს განაცხადა.
პრეზიდენტის თქმით, დღეს გამართული აქციის კადრებს ევროპის ყველა ქვეყანაში ნახავენ და ეს იქნება იმ გადაწყვეტილების ნაწილი, რომელიც ევროსაბჭომ უახლოეს დღეებში უნდა მიიღოს.
„მინდა, ყველას გთხოვოთ, ამ დღეებში ყველაფერი გავაკეთოთ, რაც ჩვენს ძალებშია, რათა ჩვენი თავი როგორც ღირსეული ევროპული ქვეყანა წარვადგინოთ.
მინდა, მივესალმო ყველა ადამიანს, ვინც აპირებს დემონსტრაციაზე მისვლას. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ჩვენი სახე ვაჩვენოთ, რომელიც უნდა იყოს მშვიდი. ჩვენ ვიცით რა გვინდა, როგორი ევროპა გვინდა და როგორი საქართველო გვინდა. მინდა, კიდევ ერთხელ მივმართო ყველას - აქ არავინ მოვიდეს რაიმე ექსცესებისთვის და მინდა მივმართო სამართალდამცველებს, რათა ყველანაირად შენარჩუნდეს სიმშვიდე, რამეთუ ეს იქნება კადრები, რომელიც ევროპის ყველა ეკრანზე გავა და ეს ერთ-ერთი ნაწილი იქნება იმ გადაწყვეტილებების რომელიც მისაღებია“, - განაცხადა პრეზიდენტმა.
„ყველას გისურვებთ ევროპულ საქართველოს. მინდა, ეს გზავნილი ჩანდეს ნათლად, რომ ყველას გვინდა ნათელი მომავალი, ევროპული საქართველო, ევროპული პერსპექტივა", - ამ სურვილით დაასრულა სალომე ზურაბიშვილმა თავისი მიმართვა.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რუსეთის გარდა, რომელ ქვეყნებთან აქვს საქართველოს 1-წლიანი უვიზო რეჟიმი? - სია
გიორგი კაკაურიძის თქმით, შესაძლოა, გარკვეულ თვეებში დეფლაცია დაფიქსირდეს
საქართველოში მოქმედი 15 ბანკიდან ორი ზარალზეა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი რიკოთის მაგისტრალის მშენებლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს
როდის აღდგება მოძრაობა რიკოთის გზაზე? - განმარტება
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი