მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"აქ საუბარია ცუდსა და უარესს შორის" - რევაზ მაღალაშვილი გახარიასთან შეხვედრის შემდეგ

5fbe89fed92c1
BM.GE
25.11.20 21:00
888
ის ფაქტი, რომ ასეთი ღია და ინტენსიური საუბარია ბიზნესსა და მთავრობას შორის ძალიან მისასალმებელია. აბსოლუტურად გასაგები იყო ყველა მხარის პოზიცია. სამწუხაროდ შეუძლებელია აქ კარგი ვარიანტის მოძიება, აქ საუბარია ცუდსა და უარესს შორის, - ამის შესახებ „რითეილ გრუპ ჯორჯიას" დირექტორმა რევაზ მაღალაშვილმა, პრემიერ-მინისტრთან ეპიდემიოლოგებისა და ბიზნესის წარმომადგენლების შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.

მაღალაშვილი დარწმუნებულია, რომ უახლოეს დღეებში მიღებული იქნება ისეთი გადაწყვეტილება, რაც ყველა მიმართულებით ნაკლებ ზიანს მოიტანს.

„საბედნიეროდ გრძელდება ეს კონსულტაციები და იმედი გვაქვს, რომ ყველაზე ნაკლებად საზიანო შედეგს მივიღებთ, თუმცა ძალიან მძიმე პერიოდი გველის წინ. პასუხისმგებლობას ჩვენც ვხედავთ და ვიზიარებთ, ორი მხარე აქვს ამას ერთი მხარეა ეპიდემიოლოგიური და მეორე არის ეკონომიური. ვერ გეტყვით რა იქნება საბოლოო გამოსავალი, კარგია, რომ ერთმანეთს ვესაუბრებით. იმედი მაქვს, რომ უახლოეს დღეებში კონსტრუქციული გადაწყვეტილება მიიღება, რომელიც ნაკლებ ზიანს მოიტანს ყველასთვის“, - განაცხადა რევაზ მაღალაშვილმა.