"რა თქმა უნდა, მეტი კომუნიკაცია გვმართებდა აქამდეც", - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკისა და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით მოხსენებით გამოდის.
„რა თქმა უნდა, კომუნიკაცია მეტი გვმართებდა აქამდეც, რადგან ჩვენ შევეჭიდეთ პრობლემებს არა ერთი პროექტის ირგვლივ, არამედ წლობით დაგროვილ პრობლემას, რაც ეხებოდა ჰესებთან დაკავშირებით არსებულ უნდობლობას და საპროტესტო ტალღებს. კამპანია - „არა ჰესებს“ უკვე არაერთი წელია მიმდინარეობს და ვერც ერთი ცალკე აღებული მთავრობა ან ენერგეტიკის მინისტრი ვერ შეძლებს გარდატეხოს ეს სიტუაცია, თუ არ იქნება უფრო მეტი შეთანხმება და ეროვნული თანხმობა ფუძემდებლური საკითხების ირგვლივ, რაც გულისხმობს იმას, თუ როგორ ეკონომიკას ვაშენებთ - ან უნდა ავაშენოთ ეკონომიკა, რომელიც მეტად იქნება დამოკიდებული იმპორტზე ან ვაშენებთ ეკონომიკას, რომელიც თავის საკუთარ კონკურენტულ უპირატესობას და რესურსებს უფრო ეფექტიანად გამოიყენებს“, - განაცხადა ნათია თურნავამ.
მისი თქმით, შეხვედრები უკვე გაიმართა ცაგერის მოსახლეობასთან, საპროტესტო აქციის მონაწილეებთან და ნათია თურნავა იმედოვნებს, რომ "კომუნიკაცია პროცესში მეტ სიცხადეს შეიტანს".
შეგახსენებთ: პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ ნათია თურნავას და ლევან დავითაშვილს "ნამახვანჰესთან" დაკავშირებულ კითხვებზე საპასუხოდ პარლამენტში მისვლისკენ ჯერ კიდევ 4 მარტს მოუწოდა; 5 მარტს კი, საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავალებით, ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრმა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრთან ერთად, მოსახლეობასთან საჯარო შეხვედრა გამართა.
ცნობისთვის: 28 თებერვალს ქუთაისში, მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართა, სადაც მოქალაქეებმა ნამახვანჰესის მშენებლობა გააპროტესტეს. პროტესტს სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაცია და პოლიტიკური პარტიებიც შეუერთდნენ.
ნამახვანის ჰესების კასკადის პროექტი 800 მილიონ აშშ დოლარამდე მოცულობის პირდაპირი უცხოური ინვესტიციით ხორციელდება. ძირითადი ინვესტორი და პროექტის 90%-იანი წილის მფლობელი 63-წლიანი ისტორიის მქონე თურქული კორპორაცია ENKA-აა (ENKA İnşaat ve Sanayi A.Ş.). ENKA-ში აცხადებენ, რომ საქართველოში მიმდინარე პროექტში 2000-მდე ადამიანს დაასაქმებენ, რომელთაგან 80% საქართველოს მოქალაქე იქნება.
“ძალიან მაწუხებს ის, რომ იუსტიციის სამინისტროში უფრო მაღალი ხელფასებია, ვიდრე კულტურის სამინისტროში”
რა მიზანს ემსახურება 4-11 მაისის უქმე დღეებად გამოცხადება? - გამყრელიძის განმარტება
აუცრელ თანამშრომელს რესტორანში არ ავიყვან - თაკო დოლაბერიძე
თბილისის სამ რაიონში მოსახლეობის ნაწილს წყალი 26 საათით შეუწყდება
კომაროველ ნიკოლოზ ბირკაძეს მასაჩუსეტსის ინსტიტუტი სწავლას $300 000-ით დაუფინანსებს
თბილისის მერია შემოდგომაზე ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპს გეგმავს
ხვალიდან, თბილისში ავტობუსის ახალი ინტეგრირებული მარშრუტი N339 ამოქმედდება
ამერიკაში მოღვაწე ქართველმა ნევროლოგმა საქართველოს „ფაიზერის“ ვაქცინის შესანახი 2 მაცივარი აჩუქა
გერმანიაში წასვლის მსურველი 91 616 მოქალაქეა დარეგისტრირებული - რამდენი შეძლებს წასვლას?
„ექსპორტით ხუთ წელში $2 მლრდ-ის შემოტანა შემიძლია“ – რა სირთულეებს აწყდება Glenberries-ი
როგორ დავსაქმდეთ გერმანიაში ლეგალურად? - რეგისტრაცია დღეს იწყება
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი