14.მაისი .2020 14:30

"აქცენტი ყოველთვის გვქონდა ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობისაკენ" - მინისტრი

views 180
უკან

„ის რომ ჩვენ მათ (ფერმერებს) ახალ შესაძლებლობებს ვაძლევთ, ვფიქრობ, რომ აბსოლუტურად ლოგიკურია და ეს გადაწყვეტილება თანხვედრაშია იმ პოლიტიკასთან, რომელიც გვქონდა და ჩვენი პოლიტიკის თანმიმდევრულია “, - ასე აფასებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი მთავრობის მიერ წარმოდგენილ „სოფელზე ზრუნვის“ პაკეტს BM.GE-ს კითხვის საპასუხოდ, რომელიც სოფლის მეურნეობის ინდუსტრიალიზაციისა და და „სოფელზე ზრუნვის“ პაკეტის თანხვედრას ეხებოდა.

მისი განცხადებით, მთავრობა სოფლის მეურნეობის ინდუსტრიალიზაციას არსებული სტრატეგიის მიხედვით ახორეციელებს.

„აქ არის ძალიან ბევრი ფაქტორი გასათვალისწინებელი. პირველი ის, რომ ჩვენ აქცენტი ყოველთვის გვქონდა ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობისაკენ, ანუ ჩვენი სტრატეგიული მიმართულებები არ შეცვლილა, მე ვამბობ რომ პროდუქტიულობის ზრდა, კონკურენტუნარიანობის ზრდა ეს არის ის სტრატეგიული მიმართულებები, რომლებიც ჩვენ დამტკიცებულ სტრატეგიებში გვაქვს გაცხადებული და რომელსაც სხვადასხვა სამოქმედო გეგმის მიხედვით სამინისტრო ახორციელებს და რომელსაც შესაბამისი სახელმწიფო პროგრამები აქვს და ეს პროგრამები დაფინანსებულია ბიუჯეტიდან.

დამატებითი დახმარება, რომელიც ჩვენ რამდენიმე დღის წინ წარვუდგინეთ საზოგადოებას, უკავშირდება იმას, რაც ჩვენ არაერთხელ განგვიცხადებია და პრემიერმა დღესაც განაცხადა, რომ როდესაც ჩვენ ვაწყდებით კრიზისს, კოვიდიდან გამომდინარე, ყველაზე სწორი ნებისმიერი მთავრობის მხრიდან იქნებოდა ამ კრიზისის შესაძლებლობებში გადატანა და მეც რამდენიმე კომენტარში ამას ხაზი გავუსვი, რომ ბევრი ჩვენი მოქალაქე მიუბრუნდა სოფელს და დაიწყო ფერმერული საქმინობა, იქიდან გამომდინარე რომ ეკონომიკის სტუქტურა გარკვეულწილად შეიცვალა. ჩვენ ვხედავდით სწრაფ ზრდას სხვადასხვა სერვისის, მაგრამ დღეს როდესაც ადამიანებს ჰქონდათ შეზღუდული სხვადასხვა ეკონომიკური საქმიანობა ობიექტური პირობებიდან გამომდინარე, ფერმერული საქმიანობა, არამხოლოდ საქართველოში, მკაცრი საკარანტინე პირობებშიც კი დაშვებული იყო ფაქტიურად ყველა ქვეყანაში, იმიტომ რომ ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით ღია სივრცეში მუშაობა ნაკლები რისკის მომტანია, ეს შესაძლებლობებს ქმნის მოქალაქეებისთვის, ვისაც მიწა გააჩნია ლეგალურად, რომ ფერმერული საქმიანობა განავითარონ. ის, რომ ჩვენ მათ ახალ შესაძლებლობებს ვაძლევთ ვფიქრობ, რომ აბსოლუტურად ლოგიკურია, თანხვედრაშია იმ პოლიტიკასთან, რომელიც გვქონდა და თანმიმდევრულია ჩვენი პოლიტიკის ეს გადაწყვეტილება“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

სოფლის მეურნეობის მინისტრმა იმ სტრატეგიულ მიმიართულებებზე და კულტურებზეც ისაუბრა, რომლის ექსპორტით საქართველო მსოფლიო ბაზარზე პოზიციონირდება.

„ჩვენ ვაგრძელებთ იმ სტრატეგიული მიმართულებების მხარდაჭერას, რომელზეც გვქონდა აქცენტი და ეს არის ფერმერების კუნკურეტუნარიანობის ზრდა, უფრო მეტი კომერციალიზაცია და კოოპერაცია ჩვენი ფერმერების, იმისთვის რომ გახდნენ უფრო კონკურენტულები და მდგრადები მომავალში და რა თქმა უნდა, აქცენტი მაღალი ღირებულების და საექსპორტო კულტურებზე, ჩვენ ვიცით, რომ საბოლოოდ ჩვენ ამაზე უარი არ გვითქვამს, სამინისტროს არც ერთი პროგრამა არ დაუკორექტირებია ამ კუთხით. აქცენტი იქნება მათ შორის მეხილეობის იმ მიმართულებებზე რომელსაც სახელმწიფო ინტენსიურად აფინანსებს და ეს არის უახლოეს ხანებში მრავალმილიონიანი საექსპორტო შემოსავალი ჩვენი ქვეყნისთვის, იმიტომ, რომ ჩვენ ამ პერიოდის განმავლობაში დიდ შედეგებს ვერ ვაჩვენებდით იმიტომ რომ ეს იყო სამუშაობი, რომელიც მომავალში იძლევა შედეგებს და ჩვენ იმედი გვაქვს 2020 წლიდან ვხედავთ თუ როგორი მზარდი იქნება შემოსავალი ამ გაშენებული თანამედროვე ინტენსიური ბაღებიდან, რომელსაც სახელმწიფო თანადაფინანსების კუთხით მხარს უჭერდა.

რა თქმა უნდა, კრიზისი გადაივლის, მოთხოვნა აღდგება, გაძლიერდება ეკონომიკა, რეცესიიდან გამოვა მსოფლიო ეკონომიკა და ამ მაღალი ღირებულების კულტურებზე მოთხოვნა დაბრუნდება, თუმცა ჩვენ ვხედავთ, რომ ჩვენთვის დღეს პორტფელში არსებულ საინტერესო კულტურებზე მოთხოვნა საკმაოდ მყარია. 2020 წლის პროგნოზიდან ასევე ძალიან კარგია თხილის კულტურაზე მოთხოვნა, რომელიც ჩვენი საექსპორტო პოტენციალის დიდ ნაწილს წარმოადგენს და თითქმის მესამედია ჩვენი ექსპორტის, ასე რომ ამ მიმართულებით მხარდაჭერა წელსაც მსხვილი პაკეტით არის გათვალისწინებული და გრძელდება და რა თქმა უნდა ის მიმართულებები, რომლებიც ამ პორტფელს მხოლოდ გააძლიერებს და კიდევ უფრო კონკურენტუნარიანს გახდის და შემავსებელი ის არის სხვა ხილის კულტურები, რომლებიც კიდევ უფრო კონკურენტუნარიანს გახდის საქართველოს საერთაშორისო ასპარეზზე და იმ რუკაზე, სადაც საქართველო წერტილის სახით გამოჩნდა ეს აქტუალობა ჩვენი ქვეყნის გაიზრდება მარკეტინგული კუთხით“, - განმარტა მინისტრმა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა