მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"აქციზის განაკვეთი ევროკავშირის მაჩვენებელს, სავარაუდოდ, 2026 წელსაც არ გაუთანაბრდება" - მინისტრი

5e53bd2d3971d
ინგა მურუსიძე
24.02.20 23:00
983
აქციზის განაკვეთი ევროკავშირის მაჩვენებელს, სავარაუდოდ, 2026 წელსაც არ გაუთანაბრდება, - ამის შესახებ განცხადება ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა გააკეთა.

მინისტრი იმედს გამოთქვამს, რომ სიგარეტის ფასი ევროკავშირს მაშინ გაუთანაბრდება, როცა საქართველო ევროკავშირში შევა.

„ჩვენ ასოცირების შეთანხმებაში გვიწერია, რომ უნდა გავუთანაბრდეთ ევროკავშირის სტანდარტებს. პირველი დედლაინი იყო 2022 წელი. იმის გათვალისწინებით, რომ მძიმე სოციალური მდგომარეობაა, მეზობელი ქვეყნები ვერ მოგვყვებიან იმ ნაბიჯებით, როგორც ჩვენ მივდივართ, ვადამ გადაიწია 2026 წლამდე. ასევე დარწმუნებული ვარ, რომ ამ ვადას კიდევ გადავწევთ. მე ვფიქრობ, ფასები გათანაბრდება მაშინ, როცა შევალთ ევროკავშირში“, - განაცხადა ვანო მაჭავარიანმა.