მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"არ დავტოვებთ ქუთაისის აეროპორტის კონცეფციას მხოლოდ დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანიებზე ორიენტირებულს"

5e5a60f800aa6
მარიამ ადამია
29.02.20 17:20
1369
“გამომდინარე იქედან, რომ ქუთაისის აეროპორტში გვაქვს 40%-ზე მეტი მგზავრთნაკადის ზრდა, რაც არ არის საქართველოში ავიაციის სექტორისთვის სტანდარტული, ამიტომ იქნა მიღებული გადაწყვეტილება, ჩაიდო ინვესტიცია და მიმდინარეობს აეროპორტის ტერმინალის გაფართოვება და ასევე ინფრასტრუქტურული სამუშაოები,” - ამის შესახებ  აეროპორტების გაერთიანების ხელმძღვანელმა თამარ არჩვაძემ განაცხადა.

მისი თქმით, გაზრდილი მგზავრთნაკადის შედეგად, მასშტაბურად ფართოვდება ქუთაისის აეროპორტი იმისათვის, რომ შესაძლებელი იყოს არსებული და მომავალი მგზავრთნაკადის მიღება სრულად და ხარისხიანად.

“ წლევანდელი გათვლებით ჩვენ 1 მილიონ მგზავრზე მეტს უნდა მოვემსახუროთ. ამჟამად ვიწყებთ ახალი ტერმინალის სარემონტო სამუშაოებს, რომელიც ექსპუატაციაში შევა უკვე წელს შემოდგომაზე და შესაბამისად, მგზავრებს განახლებული და კომფორტული აეროპორტი მოემსახურება,” - განაცხადა არჩვაძემ.

მან ასევე ისაუბრა ქუთაისის აეროპორტის სამომავლო გეგმებზე, რომელილც ითვალისწინებს სრული სერვისის მქონე ავიაკომპანიების დამატებას.

მართალია ქუთაისის აეროპორტი დგას შედარებით დაბალბიუჯეტურ ავიაკომპანიებზე, თუმცა, ჩვენი მომავალი გათვლები ითვალისწინებს სრული სერვისის მქონე ავიაკომპანიების მოზიდვასაც და რადგანაც ტურიზმის სექტორი აეროპორტის გარშემო კარგად და აქტიურად ვითარდება, ამიტომ არ დავტოვებთ აეროპორტის კონცეფციას მხოლოდ დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანიაზე ორიენტირებულებს და მომავალში გრძელვადიან პერსპექტივაში ბიზნესის დივერსიფიკაციას ვაპირებთ. ეს არის ჩვენი სტრატეგიული გეგმა, რადგან გარშემო ძალიან ბევრი კურორტი გადადის ლუქს სეგმენტში და ეს ასევე მოიზიდავს გაცილებით მეტ ავიაკომპანიას ქუთაისში”- აღნიშნა თამარ არჩვაძემ, გადაცემა “საქმიან დილაში”.

რაც შეეხება მიმართულებებს, არჩვაძის თქმით, ამ ეტაპზე ევროპული მიმართულებები არის პრიორიტეტი, თუმცა მიმდინარეობს მოლაპარაკებები ახლო-აღმოსავლეთის მიმართულების დამატებაზეც, რომელიც გაჟღერდება დეტალურად, მას შემდეგ, რაც კონკრეტული გადაწყვეტილება იქნება მიღებული.