მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"არ გამოვრიცხავ, რომ არიან პირები, ვინც ონლაინ ვაჭრობს და გადასახადებს არ იხდის" - დავით პაპიაშვილი

6033db8c1e17a
სალომე მეცხვარიშვილი
28.02.21 21:40
5705
შემოსავლების სამსახურმა ელექტრონული ვაჭრობით დაკავებული პირების გაფრთხილება დაიწყო- ამის შესახებ სოციალურ ქსელში სხვადასხვა ჯგუფებში გაწევრიანული მომხმარებლები წერენ. როგორც ჩანს, მათ სახელმწიფო უწყებიდან კონკრეტული კითხვებით უკავშირდებიან და აფრთხილებენ, რომ თუ ონლაინ ვაჭრობით არიან დაკავებული, გადასახადის გადამხდელად უნდა დარეგისტრირირდნენ.

აუდიტორიული კომპანია “კრესტონ პაპიაშვილის” მმართველი პარტნიორი დავით პაპიაშვილი განმარტავს, რომ საფოსტო გზავნილის მფლობელი გადასახადისგან 3 შემთხვევაშია თავისუფალი: თუ ტვირთის ღირებულება არ არის 300-ლარზე მეტი, თუ მისი წონა არ აღემატება 30 კგ.-ს და თუ საქონელი არ არის ეკონომიკური საქმიანობისთვის განკუთვნილი.

პაპიაშვილი არ გამორიცხავს, რომ შესაძლოა არსებობდნენ ფიზიკური პირები, რომლებიც ნამდვილად ეწევიან ეკონომიკურ საქმიანობას, დაკავებული არიან ელექტრონული კომერციით და გადასახადებს არ იხდიან. მისი თქმით, ფიზიკური პირები ხანდახან გადასახადებს თავს არიდებენ და სქემა ასეთია: იმისთვის, რომ არ გადასცდნენ 300-ლარიან ზღვარს, გზავნილებს იღებენ საკუთარი ახლობლების/ოჯახის წევრების სახელზე და რეალურად ელექტრონული კომერციით არიან დაკავებული.

თუმცა, დავით პაპიაშვილი აცხადებს, რომ შემოსავლების სამსახურს არ უნდა აერიოს ადამიანები, რომლებიც ონლაინ მხოლოდ საკუთარი მოხმარებისთვის ვაჭრობენ და ის პირები, რომლებიც ამით შემოსავლებს იღებენ.

“როგორც ჩანს, არიან ფიზიკური პირები, ვინც შესაძლოა ეწევა ეკონომიკურ საქმიანობას, შედარებით მცირე მასშტაბით, და როგორც ჩანს, ამ ფიზიკურ პირებს დაეგზავნათ ეს შეტყობინებები შემოსავლების სამსახურისგან. ძალიან მნიშვნელოვანია, არ აგვერიოს ერთმანეთში ის ფიზიკური პირები, რომლებიც ეწევიან ეკონომიკურ საქმიანობას და არ იხდიან გადასახადებს იმ ადამიანებთან, რომლებსაც საკუთარი მოხმარებისთვის სურთ ონლაინ შოპინგი. დარწმუნებული ვარ, შემოსავლების სამსახურის სიაში მოხვდნენ ისეთი პირებიც, რომლებიც არაფერ შუაში არიან. შემოსავლების სამსახური ფრთხილად უნდა მიუდგეს საკითხს”,- აცხადებს დავით პაპიაშვილი.