მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"არ გველოდება მარტივი ზამთარი... ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეკონომიკა ამუშავდეს"

5f2d64beba23d
ინგა მურუსიძე
07.08.20 18:53
1123
არ გველოდება მარტივი ზამთარი, ამიტომ მილიარდ ას მილიონ ლარზე მეტი, დაიხარჯება სოციალური პაკეტისთვის, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა.

მინისტრის თქმით, ამჟამად მთლიანი მოცულობითი პაკეტი უკვე დაანონსებულია, მთავრობა კი იმედოვნებს, რომ წლის ბოლომდე ეს იქნება საკმარისი.

„დაანონსებული პაკეტი არ მოიცავს ბოლომდე ბიზნესის დახმარებას, ეს ცალკე პაკეტია, ჩვენ მუდმივად ვმუშაობთ ამაზე. არ გამოვრიცხავ, რომ ტურიზმისთვის კიდევ რაღაც გარკვეული ნაბიჯები გადავდგათ. არ გველოდება მარტივი ზამთარი, ამიტომ მილიარდ ას მილიონ ლარზე მეტი, პრაქტიკულად, წლევანდელი ბიუჯეტიდან უკვე წავა სოციალური პაკეტისთვის. დიდი იმედი გვაქვს, რომ მეტის საჭიროება წელს არ დადგება სოციალური მიმართულებით, მაგრამ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეკონომიკა ამუშავდეს. იმისთვის, რომ ჩვენ ცოტა კიდევ შევამსუბუქოთ ეს შედეგები და არ დაგვჭირდეს დამატებითი თანხების მობილიზაცია, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეკონომიკა უფრო მეტად ამუშავდეს“, - განაცხადა ნათია თურნავამ „პალიტრანიუსის“ ეთერში.