მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"არ მგონია, დაბრკოლება ჰქონდეთ მათ, ვინც სასწავლებლად, ან საქმიანი ვიზიტით მიემგზავრებიან"

5f0c6fdc6ec90
ინგა მურუსიძე
13.07.20 23:20
791
"არ ვიცი, რამდენად შეესაბამება ეს ინფორმაცია სინამდვილეს" - ასე უპასუხა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამრელიძე bm.ge-ს ინფორმაციას, დასაქმების პროგრამით წამსვლელი სტუდენტებისთვის ამა თუ იმ ქვეყანაში გასვლაზე უარის თქმის შესახებ.

საქმე იმაშია, რომ bm.ge-ს ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირის 5 ქვეყანასთან საზღვრები უპირობოდ გაიხსნა, სასაზღვრო პოლიცია საქართველოს ყველა მოქალაქეს უფლებას არ აძლევს ამ ქვეყნებში მწვანე ქვეყნების გავლით - ტრანიზიტულად ჩავიდნენ. მაგ. სტუდენტები, რომლებიც გერმანიაში 3 თვიანი დასაქმების პროგრამით მიდიან და ადგილზე დამსაქმებლები ელით.

„საზღვრები გაიხსნა უპირობოდ, საქმიანად, როგორც იქიდან, ისე აქედან, საზღვრები გახსნილია და არ მგონია, რომ დაბრკოლება ჰქონდეთ ადამიანებს, ვინც სასწავლებლად, ან საქმიანი ვიზიტით მიემგზავრებიან საქართველოდან. მე რამდენადაც ვიცი, საქმიანად და სასწავლებლად წასვლა არავითარი დაბრკოლება არ არის არა მარტო ამ ხუთ ქვეყანასთან, არამედ სხვა ქვეყნებშიც“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ამასთან, დაავადებათა კონტროლის წარმომადგენლები ურჩევენ მოქალაქეებს, შეაფასონ რისკები და ისე დაგეგმონ მოგზაურობა და ვიზიტები, თუნდაც საქმიანი.