არ მჯერა, რომ ხელისუფლება ანაკლიის პორტის მშენებლობაზე ახალ ტენდერს გამოაცხადებს, - ამის შესახებ bm.ge-ს ანაკლიის განვითარების კონსორციუმის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა თედ ჯონასმა განუცხადა.
მისი თქმით, ხელისუფლებას არ სურს ამ პროექტის განხორციელება და განცხადებები, ახალ ტენდერთან დაკავშირებით კი მხოლოდ იმას ემსახურება, რომ ოპონენტების კრიტიკა აირიდონ.
მისივე განცხადებით, ხელისუფლებაში არ არიან სულელები და კარგად ხვდებიან, რომ ამ პირობებში კარგი რეპუტაციის მქონე ინვესტორი ანაკლიის პორტის პროექტში არ შევა.
"არ მჯერა ამის და ვფიქრობ, ახალ ტენდერზე საუბარი სირცხვილია. ძალიან ბევრი მტკიცებულებაა, რომ საქართველოს ხელისუფლებას არ სურს ამ პროექტის განხორციელება. პირველი, მათ დაჩქარებული ტემპებით განაგრძეს უფრო მცირე მასშტაბის ტერმინალის მხარდაჭერა ფოთში; მეორე – 2021 წლის ბიუჯეტში, მათ ჩაწერეს, რომ ანაკლიის პორტი შესაძლოა არ განხორციელდეს, მაშინაც კი თუ ახალ ტენდერს ჩაატარებენ არბიტრაჟის და სხვა პრობლემების გამო და შესაძლოა, ახალმა ინვესტორებმა თავი შეიკავონ. არ ვფიქრობ, რომ ისინი ასეთი სულელები არიან, რომ როცა საარბიტრაჟო დავა მიმდინარეობს და მათ აქვთ ასეთ მტრული დამოკიდებულება, რომელიმე რეპუტაციული ინვესტორი გამოჩნდება. და ეს განცხადებები, რომ ისინი ახალ ტენდერს გამოაცხადებენ, მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური მიზნებისთვისაა, რათა კრიტიკა შეამცირონ ამ მიმართულებით",- აცხადებს თედ ჯონასი.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რუსეთის გარდა, რომელ ქვეყნებთან აქვს საქართველოს 1-წლიანი უვიზო რეჟიმი? - სია
გიორგი კაკაურიძის თქმით, შესაძლოა, გარკვეულ თვეებში დეფლაცია დაფიქსირდეს
საქართველოში მოქმედი 15 ბანკიდან ორი ზარალზეა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი რიკოთის მაგისტრალის მშენებლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს
როდის აღდგება მოძრაობა რიკოთის გზაზე? - განმარტება
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი