26.სექტემბერი .2019 11:38

"არ მომწონს" - ფინანსთა მინისტრი შრომის კოდექსში ინიცირებულ ცვლილებებზე

views 635
უკან

"არ მომწონს" - ასე უპასუხა ფინანსთა მინისტრმა bm.ge-ის კითხვას, რომელიც უმრავლესობის დეპუტატ დიმიტრი ცქიტიშვილის ინიციატივით შრომის კოდექსში მომზადებულ ცვლილებებს შეეხებოდა, რაც ჯერ პარლამენტში არ დაინიცირებულა.

აღნიშნულ თემაზე მინისტრს სხვა დეტალური შეფასება არ გაუკეთებია.

"შრომის კოდექსში" დაგეგმილი ცვლილებების მიხედვით, მოქალაქეების გარკვეულ ნაწილს, რომელთა საქმიანობა, მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოს მოიაზრებს, 2 და მეტ სამსახურში საქმიანობა შეეზღუდება, თუ კოდექსით დადგენილი სამუშაო საათების ლიმიტს ერთ სამსახურში გადააჭარბებს. ახალ კანონპროექტს შეზღუდვები ზეგანაკვეთურ სამუშაოსთან, სტაჟიორების საქმიანობასთან, სამსახურში შესვენების დროსთან დაკავშირებით და სხვა საკითხებზე შემოაქვს.

დოკუმენტის განხილვა პარლამენტში ჯერ არ დაწყებულა.