11.აპრილი .2021 14:50

"არ შეჭამოთ, საპონია!" – 500 ლარით დაწყებული ხელნაკეთი საპნების ბიზნესი "კუმპიტო"

"არ შეჭამოთ, საპონია!" – 500 ლარით დაწყებული ხელნაკეთი საპნების ბიზნესი "კუმპიტო"
views 1652
უკან

ქართული ხელნაკეთი საპნებისა და თავის მოვლის საშუალებების ბრენდი „კუმპიტო“ დაახლოებით ერთი წელია, რაც ქართულ ბაზარზეა, ბრენდის მიმართ დაინტერესება ყოველდღიურად იზრდება.

როგორც „კუმპიტოს“ დამფუძნებელი ნინო გუნია bm.ge-სთან აღნიშნავს, პროდუქტს შვილთან ერთად ამზადებს, „კუმპიტო“ გამოფენა-მარკეტებზე და მაღაზია „ქართულ კალათაში“ რეალიზდება.

„ჩვენი პროდუქტი ნატურალურია, საკვებ საღებავებსაც არ ვიყენებთ, ფერს მცენარეების ნაყოფითა და საკვებად გამოსაყენებელი ზეთებით ვაძლევთ, ჩვენი საპნები ვიზუალურად გემრიელ ნამცხვრებს და ყველის ნაჭრებს ჰგავს, აქედან მოდის „კუმპიტოს“ სლოგანიც - "არ შეჭამოთ, საპონია!"... იყო ამის მცდელობებიც“, - აცხადებს ნინო.

პანდემიამ „კუმპიტოს“ დამფუძნებლებს განვითარებისთვის დრო მისცა, თუმცა შეჩერებული გამოფენები ბრენდის გაყიდვებზე უარყოფითად აისახა.

სამომავლოდ "კუმპიტო" პატარა საწარმო-მაღაზიას შექმნის და დაიმატებს მუშახელს, ბრენდის დამფუძნებლის თქმით, ამისათვის დამატებითი ფინანსების მოძიება დასჭირდებათ.

"კუმპიტო" ამ ეტაპზე 21 დასახელების საპონს, შამპუნებს, კრემებს, ზეთებს, შრატებს, კბილის ფხვნილსა და ტუჩის ბალმებს აწარმოებს.

კრემებისა და ზეთების ფასი 25-40 ლარამდე მერყეობს, საპნების ღირებულება კი 5-დან 16-მდე ლარია.