08.სექტემბერი .2019 14:25

"არ უნდა შევადაროთ ჩვენი თავი განვითარებულ, ან თუნდაც აღმოსავლეთ ევროპულ ქვეყნებს"

views 1070
უკან

საქართველოს პრემიერმინისტრობის კანდიდატი გიორგი გახარია დეპუტატ ბექა ნაცვლიშვილის კითხვას პასუხობს ქვეყანაში მინიმალური ხელფასის დაწესებასთან დაკავშირებით.

გახარიას თქმით, ჩვენ ჩვენი თავი უნდა შევადაროთ არა განვითარებულ ან აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს, არამედ ჩვენივე თავს - სად ვიყავით გუშინ.

ბექა ნაცვლიშვილის კი თქმით, ქვეყანაში 229 ათასი ადამიანია, რომელსაც 500 ლარზე ნაკლები ხელფასი აქვს და მათ დასაქმების მოტივაცია შეიძლება საერთოდ არ ჰქონდეთ.

“რა თქმა უნდა 500 ლარი...გასაგებია, როცა საარსებო მინიმუმი 190-ია თუ 187-ია ოფიციალრი გათვლებით... ჩვენ ხომ გვესმის, რომ ამოცანა მარტივია: ჩვენ არ უნდა შევადაროთ ჩვენი თავი განვითარებულ ან თუნდაც აღმოსავლეთ ევროპულ ქვეყნებს. ჩვენ ჩვენი თავი უნდა შევადაროთ, სად ვიყავით ჩვენ გუშინ და რა თქმა უნდა, ჩვენი მიზანი უნდა იყოს სად ვიქნებით ჩვენ ხვალ? სხვა ყველაფერი არის ილუზია და პოპულიზმი. შეიძლება ერთმანეთს მოვთხოვოთ, რომ ვიყოთ უფრო სწრაფები და ეფექტურები და ვუთხრათ ერთმანეთს, რომ: გაიწიე - მე უკეთესად შემიძლია. ეს საბოლოო ჯამში არის ამომრჩევლის გადასაწყვეტი. თუმცა, ობიექტური რეალობა მოითხოვს იმას, რომ ჩვენი თავი შევადაროთ იმას, სად ვიყავით გუშინ. სხვა ყელაფერი არის, ბოდიში, დემაგოგია”, განაცხადა გახარიამ.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა