მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"არ უნდა ვფიქრობდეთ, გაიხსნება თუ არა რუსეთის ფრენები, ან თუ გაიხსნება, როდის დაიხურება"

5e245a8b3d5eb
ლევან თაღიაშვილი
19.01.20 18:49
1501
ექსპერტი ავიაციის საკითხებში იასე ზუატაშვილი აცხადებს, რომ თბილისში მგზავრთნაკადის შემცირების მიუხედავად რუსეთის ბაზარზე დამოკიდებული არ უნდა ვიყოთ და აუცილებელია მიმართულებების დივერსიფიკაცია, გამომდინარე იქიდან, რომ რუსეთის ბაზარი ყოველთვის არასტაბილურია და ეს პირველი შემთხვევა არ ყოფილა.

"ჩვენ ვერ ვიქნებით და არ უნდა ვიყოთ მხოლოდ რუსეთის მიმართულებებზე დამოკიდებული, არ უნდა ვფიქრობდეთ გაიხსნება თუ არა ფრენები, ან თუ გაიხსნება, როდის დაიხურება და ა.შ. რუსეთის ბაზარი მოგეხსენებათ, არაა სტაბილური. ეს არ არის პირველი შემთხვევა და ამ მიმართულებით ფრენები არაერთხელ დახურულა. მნიშვნელოვანია, რომ ეკონომიკის სამინისტრომ, აეროპორტების გაერთიანებამ იფიქროს ახალი ბაზრების ათვისებაზე. აქ უამრავი ახალი მიმართულებაა სადაც შესვლა შეგვიძლია. ასათვისებელია სხვადასხვა ქალაქი, მაგალითად ევროპის მიმართულებით, იტალიაში თუნდაც, გერმანიაში ფაქტობრივად, ერთი ქალაქის გარდა სხვაგან ფრენა არ გვაქვს, ვგულისხმობ თბილისიდან " - განაცხადა მან "საქმიან დილაში"

ის აზიის ნაწილსაც შეეხო და აღნიშნა, რომ ჩინეთიდან საგრძნობლად გაზრდილია მოთხოვნა და ამ მიმართულებით უფრო მეტი აქტიურობა უნდა გამოვიჩინოთ.

„აზიის მიმართულება არის ძალიან საინტერესო გამოწვევა. შეიძლება ითქვას, რომ ჩინეთიდან არის ზღვა რაოდენობა ტურისტებისა და მგზავრებისა, რომლებსაც აქვთ მოგზაურობის დიდი სურვილი. თუნდაც სამხრეთ კორეა, ვიეტნამი. იგივე აშშ-ს მიმართულებით უნდა დაიძრას საკითხი, რომ გვქონდეს პირდაპირი ფრენების საშუალება. სტატისტიკა მეტყველებს რომ მოთხოვნა ამ მიმართულებით მზარდია," - ამბობს ზაუტაშვილი.

შეგახსენეთ, რომ საქართველოს ყველა საერთაშორისო აეროპორტში თბილისის გარდა, მგზავრთნაკადის რაოდენობა გაზრდილია, თბილისში კი წლიურ ჭრილში მგზავრთნაკადი 3%-ითაა შემცირებული.