მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"არ ვარ რუსეთში გაყიდვების წინააღმდეგი, თუმცა, ექსპორტი სტაბილურ ქვეყნებში უნდა გადანაწილდეს"

5e4c0d7ccae51
ვიქტორია მღებრიშვილი
18.02.20 20:20
1386
„მე არ ვარ რუსეთში გაყიდვების წინააღმდეგი, თავად ჩვენი კომპანია 23-24% წლიურად რუსეთში ყიდის, მაგრამ დანარჩენი არის გადანაწილებული“, - ამის შესახებ ღვინის მწარმოებელი კომპანია „თბილღვინოს“ დამფუძნებელმა ზურაბ მარგველაშვილმა ჟურნალისტებს ღვინის საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაციის მნიშვნელობაზე საუბრისას განუცხადა.

„ღვინის 60%-ზე მეტი არის ექსპორტირებული რუსეთში. როდესაც ქვეყნის ინდუსტრია დამოკიდებულია ერთ ბაზარზე, თავისთავად უზარმაზარი რისკია, როგორც ეკონომიკურად, ასევე პოლიტიკურად. ჩვენ უარი არ უნდა ვთქვათ რუსეთში გაყიდვებზე, რუსეთი არის მნიშვნელოვანი, მაგრამ ჩვენი სწრაფვა უნდა იყოს ისეთ ქვეყნებში ექსპორტის ზრდაზე, სადაც ეკონომიკური და პოლიტიკური სტაბილურობა არის ძალიან მყარი. იქ ჩვენ არ გვექნება ისეთი სწრაფი ზრდის ტემპი, როგორც რუსეთში, მაგრამ ასეთ ბაზრებზე ნებისმიერი ზრდა არის ბევრად უფრო მიღწევადი, პროგნოზირებადი და შემდეგში შენარჩუნებადი“, - ამბობს ზურაბ მარგველაშვილი.

„თბილღვინოს“ დამფუძნებლის შეფასებით, სახელმწიფოს ჩართულობა ხელი შეუწყონ კომპანიებს ბაზრების დივერსიფიცირებაში მნიშვნელოვანია, თუმცა კერძო სექტორი გადაწყვეტილებას დამოუკიდებლად იღებს და შესაბამისად მათი ინტერესიდან უნდა გამომდინარეობდეს სტაბილურ ბაზრებზე შესვლა.

„სახელმწიფო რასაც აკეთებს დივერსიფიკაციისა და კომპანიების ხელშეწყობის კუთხით, გამოფენებზე მონაწილეობის, ამის გაზრდა სასურველია, მაგრამ ძირითადად ეს არის კომპანიებში მიღებული გადაწყვეტილებები. რუსეთში გაყიდვა არის იოლი, იმიტომ, რომ ცნობადობა არის მაღალი და ცდუნება უზარმაზარი მოცულობების ექსპორტის, რომელიც მიიღწევა ძირითადად შედარებით დაბალი ფასებით. დარგის სტაბილურობისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია რუსეთი შევინარჩუნოთ როგორც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ბაზარი, მაგრამ ექსპორტი უნდა შემცირდეს და გადანაწილდეს ეკონომიკურად სტაბილურ ქვეყნებში.

მე არ ვარ რუსეთში გაყიდვების წინააღმდეგი, თავად ჩვენი კომპანია 23-24% წლიურად რუსეთში ყიდის, მაგრამ დანარჩენი არის გადანაწილებული.

ჩვენ წლების განმავლობაში ვცდილობთ უფრო სტაბილურ ბაზრებზე არამარტო დივერსიფიცირებას, არამედ სადაც უკვე ვიყიდებით ახალი პარტნიორების მოძიებას, გაყიდვების გაზრდას. გაყიდვების 20%-ზე მეტი არის ევროკავშირის ქვეყნები, აზიის ქვეყნები და ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნები. 30-ზე მეტ ქვეყანაში გაგვაქვს ექსპორტზე ღვინო“, - განმარტა ზურაბ მარგველაშვილმა.