მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"არ ველოდებით, რომ ზაფხულამდე მსოფლიოში ეკონომიკური შოკი გადაივლის"

5e6b391601144
ლევან თაღიაშვილი
13.03.20 13:20
1190
"თიბისი კაპიტალის" მმართველი დირექტორი, მერი ჩაჩანიძე ამბობს, რომ კორონავირუსის გლობალურ ეკონომიკაზე გავლენა დიდი ალბათობით ზაფხულამდე გაგრძელდება. მისი თქმით, სიტუაცია ყოველ საათში იცვლება და მხოლოდ რამდენიმე სავარაუდო სცენარით მოქმედებაა გამართლებული.

„ძალიან რთულია პროგნოზების გაკეთება და მხოლოდ სცენარებით შეგვიძლია ვიმსჯელოთ. ყოველ საათში ახლდება ინფორმაცია და მოლოდინების ცვლილება. ყველაზე ოპტიმისტური სცენარით თუ წავალთ, ჩინეთის მაგალითი უნდა ავიღოთ, რომელმაც თვენახევარში პანდემიის გავრცელების შეჩერება მოახერხა და წარმოების 80%, რომელიც გაჩერებული იყო, კვლავ აღდგა. იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ დანარჩენი მსოფლიოც მსგავს ვადაში შეძლებს პანდემიის შეჩერებას. ზაფხულამდე არ ველოდებით, რომ რაიმე პოზიტიური ცვლილებები იქნება და ის შოკები, რომელიც ეკონომიკის სხვადასხვა სექტორებს აქვთ, გადაივლის“ - განაცხადა მან.

შეგახსენებთ, რომ გუშინ აშშ-ში საფონდო ბირჟებს 1987 წლის შემდეგ ყველაზე ცუდი დღე ჰქონდათ და ინდექსები საგრძნობლად დაეცა.