08.ოქტომბერი .2019 19:00

"არ ვემხრობი ფულის ხარჯვას რუსეთის ბაზარზე" - საბა კიკნაძე

views 266
უკან

"არ ვემხრობი არანაირ სუბსიდირებას და ფულის ხარჯვას რუსეთის ბაზარზე, სანამ კონიუნქტურა არის ისეთი, როგორიც არის", - ამის შესახებ ტურისტული კომპანია Caucasus Travel-ის დირექტორმა საბა კიკნაძემ ჟურნალისტებს საქართველოს პრემიერმინისტრისა და ტურისტული სექტორის შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა.

"რუსეთის ბაზარზე საქართველომ უდიდესი პოპულარობა მოიპოვა, იყო მაღალი სეგმენტიც, საშუალოც. რასაკვირველია, პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, ამ ურთიერთობების ცულით ჩაჭრა.

მომხრე ვარ, რომ ნებისმიერი თეთრი დაიხარჯოს ისეთ ბაზრებზე, როგორიც არის ევროპა, ამერიკა, საიდანაც შემოსული ტურისტი არის არამხოლოდ მაღალმხარჯველი, არამედ დადებითი ფაქტორი ცნობადობის ზრდისთვის. ცნობადობა ევროპაში არ არის იმხელა, როგორსაც იმსახურებს საქართველო.

სჯობს, ფული ჩაიდოს ამერიკის ბაზარზე, მარკეტინგულ აქტივობებზე, ინფლუენსერებზე, პიარის კომპანიებზე თუ პირადპირი ფრენა არ გამოვიდა, მაინც…”, - აცხადებს საბა კიკნაძე.