მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"არაფერი გვაქვს ამის საწინააღმდეგო" - პუტინი უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე

62acb981ec57d
ალა ისპირიანი
17.06.22 21:34
19660
ვლადიმერ პუტინი უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას არ ეწინააღმდეგება. ამის შესახებ რუსული მედია წერს.

მისი თქმით, ნატოსგან განსხვავებით, ევროკავშირი სამხედრო ორგანიზაცია არ არის, ამიტომ მათ ამის საწინააღმდეგო არაფერი აქვთ.

"მოსკოვი მხოლოდ უკრაინის „სამხედრო განვითარებას“ აპროტესტებდა, ხოლო ნებისმიერ გაერთიანებაში ეკონომიკური ინტეგრაციის შესახებ გადაწყვეტილებები თავად უკრაინელების გადასაწყვეტია", - ამბობს პუტინი.

„ჩვენ არასდროს ვყოფილვართ ამის წინააღმდეგი (უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება - აღნიშნავს TASS). ჩვენ ყოველთვის წინააღმდეგი ვიყავით უკრაინის ტერიტორიის სამხედრო განვითარების, რადგან ეს საფრთხეს უქმნის ჩვენს უსაფრთხოებას", - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა დღეს პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე (SPIEF) სიტყვით გამოსვლისას.

ევროკომისია უკრაინისა და მოლდოვის კანდიდატურას რეკომენდაციას უწევს, საქართველოს - არა.