მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"არამეგობრული სახელმწიფოებისთვის" გაზის მიწოდება მხოლოდ რუბლში მოხდება – პუტინის გადაწყვეტილება

623b2bfa74907
ვიქტორია მღებრიშვილი
23.03.22 18:30
3411
რუსეთი ბუნებრივი აირის მიწოდებისას ანაზღაურების დოლარსა და ევროში მიღებაზე უარს იტყვის და რუბლში ანგარიშსწორებაზე გადავა. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. წერს Tass-ი. 

„მივიღე გადაწყვეტილება უმოკლეს ვადებში გადასახადების დარიცხვისას რამდენიმე ზომის განხორციელების შესახებ: დავიწყოთ ამით - ე.წ. არამეგობრულ ქვეყნებისთვის ჩვენი ბუნებრივი აირის მიწოდებისას გადახდები რუსულ რუბლში განხორციელდეს“, - განაცხადა პუტინმა. 

პუტინმა აღნიშნა, რომ რუსეთი ბუნებრივი აირის სხვა ქვეყნებისთვის მიწოდებას იმ მოცულობებით და ფასით გააგრძელებს, რომელიც ხელშეკრულებით არის დადგენილი. 

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ არამეგობრულ ქვეყნებთან ბუნებრივი აირზე დადებულ ხელშეკრულებებში ცვლილებები მხოლოდ სავალუტო გადახდებს შეეხება და ის რუსული რუბლით შეიცვლება.

„ვთხოვ მთავრობას მოქმედ კონტრაქტებში ცვლილებების შეტანასთან დაკავშირებით „გაზპრომს“ შესაბამისი დირექტივები მისცეს. გარდა ამისა, ყველა უცხოელ მომხმარებელს შესაბამისი ოპერაციების განხორციელების შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს. მათთვის გასაგები, გამჭვირვალე გადახდის პროცედურა უნდა შეიქმნას, რომელიც შიდა სავალუტო ბაზარზე რუსული რუბლის შეძენას მოიცავს. ვთხოვ რუსეთის ბანკს მთავრობასთან ერთად 1 კვირის ვადაში ამგვარი ოპერაციების განხორციელების წესი განსაზღვრონ“, - თქვა მან.