მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"არაპირდაპირი რეგულაციის გზით წამლის ფასის დარეგულირება უნდა მოხდეს" - ზაალ კაპანაძე

5e033b6f6a91d
ინგა მურუსიძე
25.12.19 22:00
1176
არაპირდაპირი რეგულაციის მიმართულებით უნდა გადაიდგას ნაბიჯები იმისთვის, რომ მოხდეს წამლის ფასის დარეგულირება, - ამის შესახებ სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტოს ხელმძღვანელმა, ზაალ კაპანაძემ განაცხადა.

„მსოფლიოში წამლების ფასებთან დაკავშირებით არსებობს გარკვეული რეგულაციები. დღეს კონკრეტულად არაფრის თქმა არ შემიძლია, რა ფორმას აირჩევს სააგენტო ამ მიმართულებით, თუმცა, ვფიქრობ, რომ აუცილებლად არის გასატარებელი გარკვეული ღონისძიებები და შესაძლებელია რაღაც ეტაპზე არაპირდაპირი რეგულაციის მიმართულებით გადაიდგას ნაბიჯები იმისათვის, რომ მოხდეს წამლის ფასის დარეგულირება“, - განაცხადა ზაალ კაპანაძემ, თუმცა მას ე.წ. მარჟის ჭერის დაწესებაზე კონკრეტულად რაიმეს თქმა უჭირს.

შეგახსენებთ, „ფარმაცევტულ კომპანიებს შესაძლებელია მოგების მარჟა დაურეგულირდეთ“ - ეს განცხადება ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ bm.ge-ს კითხვის საპასუხოდ დღეს გააკეთა.

მისი განმარტებით, უწყებას მოქალაქეებთან ერთად აქვთ კითხვები ფასნამატთან დაკავშირებით და ამაზე მუშაობა „სწორი დისტრიბუციის პრაქტიკის“ დანერგვით იქნება შესაძლებელი.

„მედიცინაში მთავარია მოქალაქეს ჰქონდეს ხელმისაწვდომი მაღალი ხარისხის, უსაფრთხო მედიკამენტი, სწორედ ამის შემდეგ შეგვიძლია დავიწყოთ საუბარი, რა ღირებულება შეიძლება ჰქონდეს მაღალი ხარისხის მედიკამენტს. ჩვენი პრიორიტეტი იქნება კვლავ ხარისხი და შემდეგ ფასების რეგულირება, რომელიც ასევე იქნება საერთაშორისო სტანდარტით დადგენილი.

მრავალი ფაქტორი მოქმედებს ფასზე, მაგრამ ყველაზე პრობლემატური რაც არის ჩვენთვის, ეხება იმას, რომ მოგების მარჟა, რომელიც გააჩნია ფარმაკოლოგიურ კომპანიებს, უცნობია. იმისათვის რომ ამაზე შეწყდეს საუბარი და გაეცეს პასუხი კითხვებს, რომლებიც ჩვენც და მოქალაქეებსაც გააჩნიათ, არის გამოვიყენოთ სწორი დისტრიბუციის პრაქტიკა, სადაც არის გამჭირვალე, თუ რა პროცენტული დანამატი დაემატება მედიკამენტს საქართველოს საზღვარზე შემოსვლის შემდეგ საცალო გაყიდვამდე.

მოგების მარჟა რეგულირდება ყველა ქვეყანაში, შესაბამისად, შესაძლებელია დარეგულირდეს საქართველოშიც", - მიიჩნევს ტიკარაძე.