პარტია „საქართველოსთვის“ პოლიტსაბჭოს წევრმა შალვა კერესელიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გახარიას გუნდის ახალი საკანონმდებლო ინიციატივა გააჟღერა, რომელიც მაღალმთიან დასახლებებში სოციალური შეღავათების უფრო სამართლიან გავრცელებას გულისხმობს.
„5 წელზე მეტია საქართველოში მოქმედებს კანონი მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ, რომლის ფარგლებშიც მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრები ჩვენი მოქალაქეები სხვადასხვა შეღავათებს იღებენ როგორც სოციალური, ასევე საგადასახადო და სხვა მიმართულებით. ამ დასახლებებში ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი და საინტერესო პროექტები განხორციელდა როგორც მაღალმთიანი ფონდის, ასევე სხვადასხვა ფონდების დაფინანსებით. მაგრამ ყველაფერი ეს საკმარისი არ არის, რადგან მაღალმთიან რეგიონებში მოსახლეობის დამაგრება, მიგრაციის შეჩერება და ახალგაზრდების დაბრუნება ხელისუფლების და სახელმწიფო ზრუნვის ერთერთ მთავარ მიზანს უნდა წარმოადგენდეს. სწორედ ამიტომ ჩვენი გუნდის ინიციატივა და შემოთავაზება გახლავთ ის, რომ მაღალმთიანი რეგიონების შესახებ კანონით განსაზღვრული შეღავათები გავრცელდეს სხვადასხვა მიმართულებით - კერძოდ, ვგულისხმობთ ჯანდაცვას და განათლების მიმართულებას.“ - განაცხადა კერესელიძემ.
შალვა კერესელიძემ ხაზი გაუსვა, რომ მაღალმთიანი დასახლებებისთვის აუცილებელია შეღავათები გავრცელდეს საბავშვო ბაღების აღმზრდელებსა და პერსონალზეც, ისევე როგორც სკოლებისა და ჯანდაცვის დაწესებულებების იმ თანამშრომლებზეც, რომლებიც ამჟამად ამ შეღავათებით არ სარგებლობენ.
„როგორც მოგეხსენებათ, ექიმებს და ექთნებს დანამატები ყოველთვიურად აქვთ, მაგრამ დანამატები არა აქვთ ჯანდაცვის დაწესებულებაში დასაქმებულ სხვა ტექნიკურ თუ მომსახურე პერსონალს. იგივე მდგომარეობა გახლავთ სკოლებში - პედაგოგები იღებენ ყოველთვიურ დანამატებს, რაც ძალიან კარგია - მაგრამ სხვა თანამშრომლები არ იღებენ დანამატებს. ამას გარდა განსაკუთრებული პრობლემაა, რომ ეს სოციალური შეღავათები საერთოდ არ ვრცელდება მაღალმთიან დასახლებებში მდებარე საბავშვო ბაღებზე, ბაღის აღმზრდელებზე და იქ დასაქმებულ თანამშრომლებზე, რაც ალბათ დამეთანხმებით, რომ არასწორი და ამავე დროს არასამართლიანია.“- ამბობს კერესელიძე.
შალვა კერესელიძე ხაზს უსვამს, რომ საკანონმდებლო ინიციატივა შეღავათების სამართლიანად გავრცელებაზე მოსახლეობის უკმაყოფილებიდან და მათი სურვილიდან გამომდინარეობს და მაღალმთიანი დასახლებების დემოგრაფიისთვის მნიშვნელოვანი კომპონენტია. „ჩვენი მიზანი არსებული პრობლემის გადასაჭრელად მოქმედ კანონში ცვლილების მიღების აუცილებლობაა. ეს გამოიწვია მაღალმთიან დასახლებებში მოსახლეობის სურვილმა და უკმაყოფილებამ. ჩვენ მიერ შემოთავაზებული საკანონდებლო ცვლილება შესაძლებლობას მოგვცემს მეტად დაფასდეს მაღალმთიან რეგიონებში საგანმანათლებლო და ჯანდაცვის სფეროში დასაქმებული ადამიანები და გავუჩინოთ მათ როგორც სამართლიანობის განცდა, ასევე ბევრ ახალგაზრდა სპეციალისტს გაუჩნდეს უკან დაბრუნების სურვილი.“
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
ომიკრონის წინააღმდეგ, ყველა აკრძალვა ფუჭი აღმოჩნდა - ივანე ჩხაიძე
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება
5 მითი გასახურებელი თამბაქოს შესახებ
"კარფურის" 300-ზე მეტი სუპერმარკეტის მმართველი კომპანიის დამფუძნებელი, მილიარდერი მაჯიდ ალ ფუტაიმი გარდაიცვალა
საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლება სოცდაუცველების დასაქმების სანაცვლოდ - შეთავაზება მთავრობას