მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"არასწორია, რომ ტენდერებში მხოლოდ ფასის მიხედვით იმარჯვებენ"

602d191a47562
ინგა მურუსიძე
17.02.21 17:39
1007
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ბეჟან წაქაძე დღეს პარლამენტში გამოვიდა ინიციატივით, სახელმწიფო ტენდერებში კომპანიების გამარჯვების წესი შეიცვალოს და საკანონმდებლო დონეზე გადაიხედოს. როგორც მან პლენარულ სესიაზე განმარტა, საუბარია კომპანიების მიერ იაფად შესრულებულ სამუშაოზე, რომელიც შემდეგ გაცილებით ძვირი ჯდება. წაქაძე ფიქრობს, რომ პროექტების შესასრულებლად კომპანიები ხარისხით მიხედვით უნდა შეირჩნენ.

დეპუტატის საპასუხოდ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა განმარტა:


„მუნიციპალიტეტებში შესყიდვების საკითხს რაც შეეხება, არასწორი აღქმაა, როცა ვსაუბრობთ, რომ ტენდერებში იმარჯვებენ კომპანიები, მხოლოდ ფასის მიხედვით. სინამდვილეში, ტენდერებში ყოველთვის იმარჯვებს ხარისხის და ფასების კომბინაცია და შესაბამისად, ადეკვატური ხარისხის, უმცირესი ფასის მქონე კომპანია იმარჯვებს. ბუნებრივია, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია შესრულებული სამუშაოს ხარისხის მართვა და ვადების მართვაც.

მას შემდეგ, რაც ძალიან ბევრი პროექტის განხორციელება დავიწყეთ, ახლა გვაქვს მეტი რესურსი, როგორც მცირე, ისე დიდ პროექტებში დავნერგოთ ხარისხის ისეთი კონტროლის ზომები, რომელიც დიდ პროექტებშიც გვაქვს, რომელიც უზრუნველყოფს იმ მოთხოვნის ხარისხს, შესრულების ხარისხს და რეაგირებას, რომელიც აუცილებელია პროექტების შესრულებისთვის“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.


ვიცე პრემიერმა დასტურად სტატისტიკური მაჩვენებლები მოიყვანა და თქვა, რომ გასულ წელს, 224 შემთხვევა იყო, როცა მუნიციპალიტეტების შემსყიდველებმა შესყიდვების სააგენტოს მიმართეს კომპანიის შავ სიაში შეყვანასთან დაკავშირებით და დაახარვეზეს პროექტები. „საჩივრების ნახევარი არის დაკმაყოფილებული. კომპანია შესულია შავ სიებში და ვერ გააგრძელებს მუშაობას, ზოგიერთს ვადები მიეცა გამოსასწორებლად“, - განმარტავს ვიცე-პრემიერი.