05.სექტემბერი .2020 12:45

"არავითარი ჩაკეტვა არ იქნება" - ამირან გამყრელიძე აჭარის მოსახლეობას მიმართავს

views 537
უკან

"არავითარი ჩაკეტვა არ იქნება, არც ბათუმის და არც აჭარის",  - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ბათუმში ბოლო ერთ კვირაში სულ 8000-მდე ტესტი ჩატარდა და გაფართოებული კვლევები გრძელდება.

„ინფიცირებულთა რაოდენობა არ არის იმდენი, რომ რადიკალური ზომები იქნას მიღებული. კვლევები გრძელდება. მოვუწოდებთ ადამიანებს, მივიდნენ კარვებში, ცხელების ცენტრებში და ჩაიტარონ ტესტები“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ის ამბობს, რომ მთალიანად ქვეყანაში სიტუაცია კონტროლირებადია და არანაირი განგაშის საფუძველი არ არის, თუმცა  მდგომარეობა საყურადღებოა.