„წლევანდელი ტურისტული სეზონი მთლიანად ჩავარდა. „მწვანე ზონის“ სტატუსი, რაც ჩვენს ქვეყანას ზაფხულში ჰქონდა, მთლიანად წყალში გადავყარეთ“ , - ამის შესახებ BMG-ის „ტრეფიკ თრეველის“ ხელმძღვანელმა, ცოტნე ჯაფარიძემ განუცხადა.
ჯაფარიძის თქმით, არაერთი აქცია გაიმართა მოთხოვნით, რომ იმ ქვეყნებთან, სადაც შედარებით უკეთესი ეპიდემიური ვითარება იყო, საზღვრები გახსნილიყო და იმ მდგომარეობის თავიდან აცილება, რაც ახლა ტურიზმის სექტორშია, ქვეყანას შეძლებოდა. ჯაფარიძე ხაზს უსვამს, რომ ქვეყნის ტურიზმი ზამთრის სეზონზე მეორე კატასტროფის წინაშე დგას, ვინაიდან ქვეყანაში არსებული ეპიდსიტუაციის გამო, სამთო-სათხილამურო კურორტების გახსნა არ იგეგმება.
„გუდაურში, რომელიც ყველაზე პოპულარული კურორტია, წელს იმ ფონზე, როცა უცხოელები ვერ ჩამოდიან, აბსოლუტურად შესაძლებელი იყო დისტანციის დაცვა, საბაგიროებზე განსაზღვრული ოდენობის ხალხის შეშვება, ტრასებზე ადამიანებს ხომ ისედაც არავისთან აქვთ კონტაქტი. საკმაოდ დიდი ფართობის გარე სივრცეებია, რომელთა ათვისებაც შეიძლებოდა, მათ შორის, გარე კაფეებისაც.
საგულისხმოა წლევანდელი ამინდის ხელშეწყობაც - ბოლო 15 წლის განმავლობაში პირველად, წელს გუდაურში ნოემბერში თოვლი მოვიდა, რაც იმას ნიშნავს, რომ კურორტი თეორიულად მზად არის სეზონის გასახსნელად. რეგიონში არსებულ სასტუმროებს, რესტორნებსა და კაფე-ბარებს შარშანდელი ზამთარიც ჩაუვარდათ იმიტომ, რომ წყლის პრობლემა იყო. როცა ეს პრობლემა მეტ-ნაკლებად მოგვარდა და იმდენი თოვლიც მოვიდა, რომ ტრასები დაიფარა, ქვეყანაში პანდემია გამოცხადდა და კურორტი მთლიანად დაიხურა. რა თქმა უნდა, ზაფხულის სეზონიც მთლიანად ჩავარდა და იქაურ ბიზნეს სექტორს იმედი ჰქონდა, რომ ახალ წელს მაინც იმუშავებდნენ და მცირე დოვლათს შეიტანდნენ ოჯახებში თუ ბიზნესში. ამ დროს რა ხდება? მთავრობა მეორე ლოქდაუნს და შეზღუდვებს აწესებს“ , - განაცხადა ცოტნე ჯაფარიძემ.
მისივე თქმით, სამთავრობო შეღავათებიდან, ტურიზმის სექტორს დაუწესდა გარკვეული დახმარება, რაც ჯაფარიძის შეფასებით, „სრული ნონსენია“.
„საშემოსავლო გადასახადს არ იხდი, თუ არ მუშაობ და თუ არავინ გყავს დასაქმებული, საქმე თუ არ გაქვს, შესაბამისად, არაფერს იხდი. ანუ არავითარი რეალური შეღავათი ტურიზმის სექტორისთვის არ გაკეთებულა. შეღავათი მაშინ იქნებოდა სწორი, თუ სექტორს მთავრობა მინიმუმ 6 თვით მაინც მთლიანი გადასახადებისგან გაათავისუფლებდა. მაგრამ, რა თქმა უნდა, არც აპირებენ ამის გაკეთებას. ახლა ისეთი მდგომარეობაა და ყველა ისეთ ცუდ დღეშია, ერთადერთი გამოსავალი ის იქნება, რომ თუ ვინმე იმუშავებს, არაფერი გადაახდევინონ“, - განაცხადა ცოტნე ჯაფარიძემ.
ჯაფარიძე ამბობს, რომ ტურიზმის გასაცოცხლებლად მუშაობა უკვე უნდა მიმდინარეობდეს და ქვეყნის სწორად პოზიციონირება უნდა ხდებოდეს საერთაშორისო ბაზრებზე: იქ, საიდანაც ტრადიციულად შემოდიოდნენ მაღალმხარჯველი სტუმრები.
„ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი არის ის, რაზეც დიდი ხანია, ვსაუბრობთ, მაგრამ არანაირი შედეგი არ გვაქვს - პირდაპირი რეისების დანიშვნა აშშ-დან, საიდანაც ამერიკელი ტურისტების დიდ ნაკადს მივიღებთ. პანდემიამდე, პირდაპირი რეისების არქონის მიუხედავად, ქვეყანაში ძალიან ბევრი ამერიკელი ტურისტი ჩამოდიოდა. იგივე სტრატეგია უნდა გაეწიათ სკანდინავიის ქვეყნებთან; დანია, შვედეთი, ნორვეგია - ეს ის ქვეყნებია, სადაც მსოფლიოში ერთ-ერთი მაღალი ეკონომიკური შესაძლებლობის მოსახლეობა ცხოვრობს.
შესაბამისად, ჩვენი ქვეყნის სწორად პოზიციონირება საერთაშორისო დონეზე ძალიან მნიშველოვანია, ამის შემდეგ სიაში დგას ქვეყნის ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, რომელიც ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებდა ჯერ კიდევ 2019 წელს. ინფრასტრუქტურულ ერთეულში, ზოგადად, ვგულისხმობ გზებს და ასევე, სახელმწიფო დაქვემდებარებაში არსებული ობიექტების, მუზეუმების და დაცული ტერიტორიების მოწესრიგებას“, - განაცხადა ჯაფარიძემ.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?
მოთხოვნადი სასწავლო პროგრამებისა და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების რეიტინგი 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
თბილისში, ეზოები ნაგავშემკრები კონტეინერებისგან გათავისუფლდება - რას გულისხმობს პროექტი
გიორგი გახარია 200-ლარიანი კომპენსაციის მიღების მსურველ ოჯახებს მიმართავს
რა არ მიეკუთვნება ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს – ცვლილებები საგადასახადო კოდექსში
კახეთში ახალი სასტუმრო “ამპელო” გაიხსნა
კომპანია Sinohydro-მ საქართველოში კიდევ ერთი გზის მშენებლობა დაასრულა
„ფილიპ მორის საქართველო“: IQOS-ი საქართველოს ბაზარზე ოფიციალურად შემოდის