პარლამენტის შენობასთან ტურიზმის ინდუსტრიის და მომიჯნავე სექტორების წარმომადგენლების საპროტესტო აქცია-პერფორმანსი მიმდინარეობს.
როგორც „საქმის კურსში“ აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ალექსანდრე გიორგიძემ განაცხადა, მათი ძირითადი მოთხოვნები უცვლელია, რასაც დღეს უკვე პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის მოთხოვნა დაემატა.
„ეს არის ჩვენი მეხუთე საპროტესტო აქცია. არ დავიშლებით იქამდე, სანამ კომუნიკაცია არ შედგება. ხელისუფლებას სირაქლემას პოზიცია აქვს. არც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი და არც ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა არაფრის მაქნისია. ამ დროის განმავლობაში მათი მხრიდან არანაირი ხელშესახები ნაბიჯი არ გადმოდგმულა. ამიტომ ვითხოვთ პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას“, - აცხადებს აქციის ორგანიზატორი.
ალექსანდრე გიორგიძის ინფორმაციით, აქციაზე გიდებთან და ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებთან ერთად ფოტოგრაფები, ივენთ-კომპანიების, ასევე, მანქანების გაქირავების სერვისის მიმწოდებლები მონაწილეობენ.
„ჩვენი მოთხოვნები უცვლელია: პირველი - ფრენების იმ სიხშირით აღდგენა, როგორც ბიზნესი მოითხოვს, მეორე - საბანკო ვალდებულებების გადავადება, რადგან ტურიზმის ინდუსტრია დღესაც არ მუშაობს და იგივე სიტუაცია გვაქვს, რაც მარტსა და აპრილში, ფაქტობრივად, სექტორი გაჩერებულია და მესამე - საკარანტინო წესების შეცვლა, რადგან ინდუსტრიისთვის ძალიან მნიშვნელოვანია არა მხოლოდ უცხოელი ტურისტები, არამედ - საქართველოს მოქალაქეებიც, რომლებიც სამშობლოში დაბრუნების შემდეგ რვადღიან კარანტინში ხვდებიან. ყველა ქვეყანას აქვს თვითიზოლაციის პრაქტიკა და რატომ ხარჯავს სახელმწიფო ამდენ ფულს, გაუგებარია“, - აცხადებს გიორგიძე.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
გერმანიაში წასვლის მსურველი 91 616 მოქალაქეა დარეგისტრირებული - რამდენი შეძლებს წასვლას?
„ექსპორტით ხუთ წელში $2 მლრდ-ის შემოტანა შემიძლია“ – რა სირთულეებს აწყდება Glenberries-ი
მიმართულებები, რომელსაც ორშაბათიდან ახალი მიკროავტობუსები მოემსახურება
როგორ დავსაქმდეთ გერმანიაში ლეგალურად? - რეგისტრაცია დღეს იწყება
"ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ეკონომიკის გახსნაა" - "სილქნეტი" 2020 წელს აფასებს
„თბილისის მიკროავტობუსი“ განცხადებას ავრცელებს
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
Leavingstone-ის კლიენტები Netflix-ი და Siemens-ი გახდნენ - კომპანია ბერლინში ოფისის გახსნას გეგმავს
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?