მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"არემჯი" საქართველოში ფარგას აბრუნებს (R)

5f182823bc227
BM.GE
22.07.20 15:50
777
დმანისის მუნიციპალიტეტში მდინარე მაშავერას მიმდებარედ კომპანია „არემჯისა“ და ჟურნალ „ველური ბუნების“ ერთობლივი პროექტის პრეზენტაცია გაიმართა, რომელიც საქართველოს მდინარეებსა და ტბებში იქთიოფაუნის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელის ფარგის დაბრუნებას ითვალისწინებს.

ღონისძიებაზე მიწვეულმა სტუმრებმა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ ლევან დავითაშვილთან და ქვემო ქართლის გუბერნატორ შოთა რეხვიაშვილთან ერთად მდ. მაშავერაში სიმბოლურად ფარგა გაუშვეს.

საზეიმო ღონისძიებას რამდენიმე კვირით წინ უძღოდა ასი ათასობით ფარგის ლიფსიტას საცდელი გაშვება აღმოსავლეთ საქართველოს მდინარეებში. მათ შორის მდინარე მაშავერაში, სადაც „არემჯის“ გარემოსდაცვითი პროგრამის ფარგლებში განხორციელებული ღონისძიებების ძალისხმევით ბიომრავალფეროვნების ყველა პირობა არის შექმნილი.

2018 წლიდან, გარემოსდაცვითი პროგრამის ფარგლებში, წყლის კომპონენტზე ზრუნვის მიმართულებით კომპანიამ მრავალი წყალდაცვითი პროექტი განახორციელა. სწორედ ამ შედეგების წარმოჩენის მიზნით, რეგიონის მდინარეებში ბიომრავალფეროვნების აღდგენის პროცესი დაიგეგმა, რისი საუკეთესო მაგალითიც პროექტი „ფარგის დაბრუნება საქართველოში“ გახდა.

აღნიშნულ პროექტზე, 2019 წლის დასაწყისიდან არაერთი მეცნიერი, საერთაშორისო ფონდი თუ უცხოელი ექსპერტი მუშაობდა, რამაც საბოლოო ჯამში შესაძლებელი გახადა აზერბაიჯანიდან საქართველოში ცოცხალი თევზის გადმოყვანის პირველი პრეცედენტი შექმნილიყო.

„ძალიან ლამაზი დღეა, გვიხარია, რომ საქართველოში ფარგა ბრუნდება. ეს პროექტი დავიწყეთ წელიწადნახევრის წინ. მოხარული ვარ, რომ ბევრი სირთულეების მიუხედავად, ეს დღე შედგა და ფარგის ასიათასობით ლიფსიტა ეტაპობრივა ჩაეშვება საქართველოს მდინარეებსა და ტბებში. ეს არის „არემჯის“ მიერ განხორციელებული კიდევ ერთი წარმატებული პროექტი, რომელიც ჩვენი მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში განვახორციელეთ.“ - განაცხადა კომპანია „არემჯის“ კორპორაციულმა დირექტორმა კახაბერ მჭედლიშვილმა.

"ეს პროექტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან არის შედეგი მჭიდრო თანამშრომლობისა, როგორც კერძო სექტორთან, ასევე სამოქალაქო საზოგადოებასთან და ჟურნალ ,,ველურ ბუნებასთან“. არემჯის დაფინანსებით და ასევე სხვადასხვა დონორების მხარდაჭერით, ჩვენ დავიწყეთ ,,ფარგას“ სახეობის დაბრუნება საქართველოს მდინარეებში. ეს არის მრავალი წლის წინ გადაშენებული სახეობა. საკმაოდ საინტერესოა, როგორც მეთევზეობის კუთხით, ასევე კვებითი ღირებულებით. საქართველოში ,,ფარგის“ დაბრუნებით, ფაქტიურად მდინარე მაშავერაში სიცოცხლე აღდგა", - აღნიშნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშილმა.

„ფარგა არის ძალიან მნიშვნელოვანი იქიდან გამომდინარე, რომ იგი საქართველოში ცხოვრობდა მთელი ისტორიის განმავლობაში. სხვადასხვა ანთროპოგენური მიზეზების გამო იგი გადაშენდა, როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ საქართველოში. აღმოსავლეთ საქართველოში ჩვენ გადავდგით ეს ნაბიჯი და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დავიწყეთ მდინარე მაშავერადან. თითო ასეთ რეინტროდუქციაში, რომ მიიღოს მონაწილეობა ბევრმა კერძო კომპანიამ, დამერწმუნეთ რომ ეკოლოგიის კუთხით საქართველო იქნება ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანა", - ჟურნალი „ველური ბუნების“ მთავარი რედაქტორი გოჩა კობერიძე.