მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"არის ავიამიმართულებები, რომლებზეც მოთხოვნაა, თუმცა ათვისებული არ გვაქვს“ - ქარქაშაძე

63e0c66380a1a
თინათინ ნატმელაძე
06.02.23 13:57
497
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორის ირაკლი ქარქაშაძის თქმით, ამ ეტაპზე მათი მთავარი პრიორიტეტი ახალი სეგმენტის - აზიის ბაზრის ათვისებაა.

როგორც მან "საქმიანი დილის" ეთერში განაცხადა, ამ მიმართულებით მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობს.

„მიუხედავად იმისა, რომ ქუთაისის აეროპორტი წამყვანია ჩვენს ქვეყანაში და ერთგვარი კარიბჭეა ევროპაში, საიდანაც 28 პირდაპირი ფრენა სრულდება, ჩვენ ვხედავთ, რომ ჯერ კიდევ არის მიმართულებები, რომელზეც მოთხოვნაა, თუმცა არ გვაქვს პირდაპირი ფრენები.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აზიის მიმართულება. ჩვენთვის ავიაკომპანია FlyArystan-ის მაგალითმა გვაჩვენა, რომ ძალიან კარგი ე.წ. success story, ბოლო პერიოდმა გვაჩვენა, რომ ეს რეგიონი ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან საინტერესოა და დიდი პოტენციალი არსებობს. შესაბამისად, ჩვენი მიზანი არის, რომ ამ მიმართულებით გავააქტიუროდ მუშაობა. მე უკვე მქონდა რამდენიმე შეხვედრა და ამ მიმართულებით და უხლოესი 2-3 კვირის მანძილზე კიდევ რამდენიმე შეხვედრას გვეგმავთ.

ასევე, საერთაშორისო საავიაციო ფორუმზე CONNECT 2023, რომელიც მაროკოში გაიმართება, თავად მივემგზავრები, სადაც დაგეგმილი გვაქვს შეხვედრები ჩვენთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვან რამდენიმე ავიაკომპანიასთან და მაქვს სურვილი, პირადად ვიყო ამ კომუნიკაციებში ჩართული,“ - განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ.

აეროპორტების გაერთიანების დირექტორი ასევე აღნიშნავს, რომ ავიაკომპანიები ძალიან ფრთხილად უდგებიან თანამშრომლობის დაწყების საკითხს, მათი მოზიდვისთვის კი მნიშვნელოვანია ინფრასტრუქტურა, საფასო პოლიტიკა, მარკეტინგული მხარდაჭერა და ა.შ.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ცვლილებებსა და ინფრასტრუქტურულ რეაბილიტაციას საქართველოს აეროპორტებში გეგმავს.

„თბილისის აეროპორტის განვითარების გეგმა დასასრულს უახლოვდება, საუბარია 10-20 წლიან გეგმაზე, ეს დოკუმენტი ჩვენ შესაძლებლობას მოგვცემს, რომ განვსაზღვროთ რა რაოდენობის ინვესტიციები იქნება საჭირო მომდევნო წლებში, რა რაოდენობის მგზავრთნაკადს უნდა ველოდოთ და ა.შ. ძირითადად, ეს გეგმა მოიცავს ახალი ტერმინალის განთავსებას, ასაფრენი ზოლის რეაბილიტაციას, საფრენოსნო ბილიკების გაფართოებას.

იგივე გზით მივდივართ ბათუმის აეროპორტში, თუმცა აქ ფინალური ეტაპი არ გვაქვს.

რაც შეეხება ქუთაისის აეროპორტს, 47 მილიონი ლარი გამოიყოფა მისი განვითარებისთვის. ყველაზე მსხვილი, რაც მომავალ წლებში აქ გველოდება, არის ახალი ასაფრენ-დასაფრენი ზოლი, რომელიც გათვლილი იქნება სატვირთო ხომალდებზე, საუბარია 3500 მეტრის სიგრძის ასაფრენ ზოლზე, რაც სრულიად ახალი მიმართულების განვითარების შესაძლებლობას მოგვცემს. ასევე, საუბარია 400 მანქანაზე გათვლილ პარკინგზე, რამეთუ იზრდება მგზავრების რაოდენობა", - განმარტავს ქარქაშაძე.

ინფორმაციისთვის, რამდენიმე დღის წინ საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორმა BMGTV-ის გადაცემაში "საუბრები ავიაციაზე" განაცხადა, რომ მიმდინარე წლის ზაფხულიდან ქუთაისი-აზერბაიჯანის მიმართულებით პირდაპირი ფრენები განხორციელდება.