მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"არის საუბრები რომ გაგრძელდეს" – ირაკლი კილაურიძე უძრავი ქონების სუბსიდირების პროგრამაზე

5f7f44414578a
თათია ჩაფიჩაძე
08.10.20 23:03
1483
„სუბსიდირების პროგრამამ მნიშვნელოვანი გავლენა იქონია არა მარტო ფინანსურ ნაწილში, არამედ დარგის მიმართ ნდობის შენარჩუნების მიმართულებით“ - ამის შესახებ Colliers International Georgia-ს ხელმძღვანელმა განაცხადა, რომლის შეფასებითაც, უძრავი ქონების სუბსიდირების პროგრამამ სექტორში ბრუნვის მოცულობის არსებობას შეუწყო ხელი, რაც მისი სამომავლო სტაბილურობისთვის უმნიშვნელოვანესია.

რაც შეეხება პროგრამის წყალობით ფასების ხელოვნურად შენარჩუნებაზე გამოთქმულ კრიტიკას, ირაკლი კილაურიძე ფიქრობს, რომ ფასების კლება გრძელვადიან პერიოდში მაინც მოსალოდნელია.

„ციფრებშიც კარგად არის ასახული - 35% მოდის სუბსიდირებულ იპოთეკურ დაკრედიტებაზე. იპოთეკური დაკრედიტების და გაყიდვების ტენდენცია რომ ნახოთ ფაქტიურად ერთმანეთს მიჰყვება. დიდი წილი უჭირავს საბანკო სექტორის დაფინანსებას იმ მოთხოვნის ფორმირებაში, რომელიც უძრავი ქონების საცხოვრებელ ბაზარზეა, შესაბამისად ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანი პროგრამაა. არის საუბრები რომ გაგრძელდეს. გამომდინარე იქიდან, რომ მნიშვნელოვანი წილი აქვს მშენებლობას, ვფიქრობ რომ მნიშვნელოვანი იქნება ამ სექტორის შენარჩუნება.

ამ პროგრამამ დაიჭირა ის, რომ ტრანზაქციების რაოდენობა არ დავარდა ისე, როგორც შეიძლებოდა დავარდნილიყო. ამ პერიოდში ჩვენი აზრით უფრო მნიშვნელოვანია ტრანზაქციების რაოდენობის შენარჩუნება. გრძელ ვადაში ისედაც შეიმჩნევა ფასების კლება და დოლარში გამოხატული ფასები მაინც დავარდება, შეუძლებელია ბაზრის ასე შენარჩუნება, თუმცა მთავარია ბრუნვა ამ სეტორში არ შეწყდეს", - მიიჩნევს კილაურიძე.