04.სექტემბერი .2019 17:23

"არის სფეროები, რომლებსაც საერთოდ ვერ ვფარავთ, გვიწევს უცხოელი სპეციალისტების დაქირავება"

views 305
უკან

განათლების მინისტრობის კანდიდატი მიხეილ ბატიაშვილი ქვეყანაში პროფესიონალი კადრების ნაკლებობაზე საუბრობს და აცხადებს, რომ ზოგიერთ სფეროებში ისინი იძულებული არიან უცხოელი სპეციალისტები დაიქირაონ. ამის შესახებ მან კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა, სადაც მინისტრობის კანდიდატებს უსმენენ.

“გვაქვს ცოტა ალოგიკური სიტუაცია: ერთი მხრივ, არის უმუშევრობა, მეორე მხრივ, გვაქვს პროფესიები, სადაც ძალიან რთულია იპოვო კადრები. დაწყებული განათლების სფეროდან, რასაც ჩვენ ყველდღიურად ვაწყდებით, ასევე ნებისმიერ სხვა სფეროში. არის სფეროები, რომლებსაც საერთოდ ვერ ვფარავთ. გვიწევს უცხოელი სპეციალისტების ჩამოყვანა.

პროფესიული განათლება და გადამზადება არის ამისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი. ისეთ კვალიფიკაციებში სამშენებლო ნაწილში, რომელიც არის შედარებით მარტივი კვალიფიკაციები, ძალიან ჭირს კადრებზე ზრუნვა.

ჩვენ უნდა მოვძებნოთ ბალანსი განათლებასა და დასაქმებას შორის.
ჩვენს ახალ პროგრამაში პროფესიული სასწავლებლების კუთხით ეს გათვალისწინებულია, სწორედ ადგილობრივ საჭიროებებზეა მორგებული და არა ისეთ პროფესიებზე, რომელიც თავიდანვე განწირულია დაუსაქმებლობისთვის.

რთული ამოცანაა, მაგრამ რეალურად აქ გვაქვს უზარმაზარი რეზერვი. ერთი, სახელმწიოფო აკეთებს იმას, რომ გადამზადების ყველა ეს პროგრამა არის უფასო. მეორე, კერძო სექტორის ჩართულობა - ჩვენ მზად ვართ, ხელი შევუწყოთ და დავაფინანსოთ დამსაქმებლები, რომ მათ ხელი შეუწყონ ადგილზე თანამშღომლების გადამზადებას”,- აცხადებს მიხეილ ბატიაშვილი.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა