მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"არის შემთხვევები, როცა მოქალაქეები ავტობუსს 40 წუთი ელოდებიან” - კახა კალაძე

60b5ee7edc160
ანუკა ჯოხაძე
01.06.21 12:21
595
თბილისის მერმა კახა კალაძემ საზოგადოებას სატრანსპორტო პოლიტიკის მიმართულებით ბოლო 4 წელიწადში განხორციელებული პროექტების ანგარიში წარუდგინა.

ერთ-ერთი მიმართულება სწრაფი სატრანზიტო დერეფნების მოწყობა იყო. თბილისის მერიის ანგარიშის მიხედვით, ამ ეტაპზე ქალაქის მასშტაბით, 10 სატრანზიტო დერეფნის მოწყობა მიმდინარეობს. როგორც კახა კალაძე ამბობს, ქალაქის მასშტაბით, ავტობუსებისთვის შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობა დღესაც ერთ-ერთი გამოწვევაა. მისი თქმით, კონკრეტულ უბნებში კი დაიხაზა საავტობუსე ზოლები, თუმცა ეს საკმარისი არ არის იმისთვის, რომ ავტობისები შეფერხების გარეშე გადააგილდებოდნენ.

„ჯერ კიდევ არის ქალაქში სერიოზული პრობლემები, იმ ადამიანებსაც რომ ვკითხოთ, ვინც ყოველდღიურად სარგებლობს საზოგადოებრივი ტრანსპორტით, გეტყვიან, რომ არის პრობლემები მოცდის დროსთან დაკავშირებით, რადგან საზოგადოებრივ ტრანსპორტს ჯერ კიდევ არ აქვს ქალაქში შესაბამისი ინფრასტრუქტურა. ცალკეულ ქუჩებზე ეს გაკეთდა, დაიხაზა საავტობუსე ზოლები , მაგრამ ჯერ მთლიანად არ არის მოწესრიგებული. ამიტომ არის შემთხვევები, როდესაც ადამიანებს უწევთ 40 წუთი ლოდინი, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ გავზარდეთ ავტობუსების რაოდენობა”, - აცხადებს თბილისის მერი კახა კალაძე.

სწრაფი სატრანზიტო დერეფნების სრულად მოწყობის შემდეგ კი როგორც თბილისის ვიცე მერი ირაკლი ხმალაძე ამბობს, ავტობუსის მოცდის დრო 4 წუთამდე უნდა შემცირდეს, ხოლო ავტობუსების ტევადობა 2,5-ჯერ გაიზრდება.

“ამ ეტაპზე სატრანზიტო დერეფანზე მოძრაობენ 12-მეტრიანი ავტობუსები, თუმცა მომავალში იმოძრავებენ 18-მეტრიანი ავტობუსები. საქალაქო და საუბნო მნიშვნელობის მარშუტებზე მოძრაობენ 6 და 8-მეტრიანი ავტობუსები. აღნიშნული ქსელის სრულად იმპლემენტაციის შემდეგ მოცდის დრო მცირდება 4 წუთამდე, ავტობუსების გამტარუნარიანობა კი იზრდება 2,5-ჯერ“, - აცხადებს ირაკლი ხმალაძე.

ცნობისთვის: პირველი სწრაფი სატრანზიტო დერეფანი თბილისში 24 ოქტომბერს ამოქმედდა.