მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"არსებობს პროგნოზი, რომ წლის მეორე ნახევარში ეკონომიკაში დადებითი ტენდენციები იქნება" - ბუცხრიკიძე

6063318790620
ინგა მურუსიძე
30.03.21 21:47
921
კერძო სექტორი ყოველთვის უფრო სწორად მართავს ბიზნესის ნებისმიერ მიმართულებას, ვიდრე სახელმწიფო, - ასე ეხმაურება „თიბისის“ გენერალური დირექტორი ვახტანგ ბუცხრიკიძე მთავრობის მიერ დაწყებულ პროექტს „100 საპრივატიზაციო შეთავაზება ბიზნესს“. მისი თქმით, მთავრობის მიერ წარმოდგენილი საპრივატიზაციო ნუსხა ძალიან მნიშვნელოვანია.

„2021 წლის პირველი ნახევარი საკმაოდ რთული იქნება ქართული ეკონომიკისთვის. ის ნუსხა, რაც ეკონომიკის მინისტრმა წარმოადგინა, მნიშვნელოვანია. კერძო სექტორი ყოველთვის უფრო სწორად მართავს ბიზნესის ნებისმიერ მიმართულებას, ვიდრე სახელმწიფო. აქედან გამომდინარე, ის პრივატიზაციის ნუსხა, რაც წარმოდგენილია, მოხდება კერძო ბიზნესის ხელში და უფრო ეფექტურად აამუშავებს.

იქნება მეტი დასაქმებული და საშუალო ვადაში ეფექტის მომტანი იქნება, თუმცა უმთავრესი არის რომ ის სირთულე, რომელიც ჩვენს ეკონომიკას ექნება მეორე კვარტალში, სწორად იყოს გადალახული. პროგნოზი არსებობს, რომ წლის მეორე ნახევარში, სექტემბერ-ოქტომბრიდან დადებითი ტენდენციები უნდა იყოს ეკონომიკაში“, - განაცხადა ბუცხრიკიძემ.