09.სექტემბერი .2020 12:48

"არსებულ სიტუაციას თავისუფლად გავუძლებთ" - ამირან გამყრელიძე

views 227
უკან

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ირწმუნება, რომ კრონავირუსის კუთხით არსებულ ვითარებას ქვეყანა გაუძლებს.

„ამას, რა შემთხვევებიც ახლა გვაქვს, ჩვენი ჯანდაცვის სისტემა თავისუფლად გაუძლებს. ჩვენ არ გვინდა გვქონდეს ასეული შემთხვევები, თორემ სამ ათეულ, ხუთ ათეულ შემთხვევას გავუძლებთ“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ის ამბობს, რომ ქვეყანა ახლა გამოცდის წინაშე დგას და შემთხვევების მატება მობილობის გაზრდას უკავშირდება.

დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 44 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, შედეგად ინფიცირების ჯამური რაოდენობა 1773-მდე გაიზარდა. ამ დროისთვის COVID-19-ისგან 1324 ადამიანი არის გამოჯანმრთელებული. უცვლელია გარდაცვლილთა რაოდენობა და ის 19-ს შეადგენს. ამ ეტაპზე კარანტინში იმყოფება 5882 ადამიანი, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ - 390 პირი.