მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ას ჯორჯიას" დეველოპერული პროექტები მაღალი სეისმომედეგობით გამოირჩევა - მამუკა ქობალია

642426a286484
BM.GE
29.03.23 15:53
678
„კომპანია „ას ჯორჯია“, როგორც საქართველოს სამშენებლო სექტორის ერთ-ერთი აქტიური მონაწილე, მაქსიმალურად უწყობს ფეხს თანამედროვე ტექნოლოგიურ გამოწვევებს. დღევანდელ რეალობაში, მსხვილი სამშენებლო კომპანიების უმეტესობა, საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობისას, მონოლითური რკინა-ბეტონის ჩარჩოს ტექნოლოგიას იყენებს. ერთ-ერთი ასეთი მეთოდია მშენებლობის მცოცავი (ტუნელური) ყალიბის სტანდარტი, რომელიც მაღალ მდგრადობას და სეისმომედეგობას განაპირობებს“, - აცხადებს „ას ჯორჯიას“ დირექტორის მოადგილე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი, აკადემიური დოქტორი, მამუკა ქობალია.

მისი თქმით, მცოცავი (ტუნელური) ყალიბის მეთოდის გამოყენება უზრუნველყოფს - მშენებლობის სიჩქარეს, მომავალი შენობის კონფიგურაციის თავისუფალ არჩევანს სტანდარტული ელემენტებისაგან დამოუკიდებლად, ნაკერების არარსებობას, რაც მნიშვნელოვნად აუმჯობესებს სითბოს და ხმის იზოლაციას, ამცირებს შენობის საერთო წონას, ხელს უშლის ბზარების წარმოქმნას, ზრდის სტრუქტურების სიმტკიცეს და ხდის მათ უფრო საიმედოს და გამძლეს.

როგორც მამუკა ქობალია აღნიშნავს, საქართველოში მცოცავი ყალიბის მეთოდით მშენებლობის ყველაზე მასშტაბური მაგალითია კომპანია „ას ჯორჯიას“ მიერ განხორციელებული საცხოვრებელი კომპლექსი, რომელიც მოიცავს 22-სართულიან მრავალბინიან კორპუსს.

„ას ჯორჯიას“ დირექტორის მოადგილის ინფორმაციით, უკვე დაწყებულია შემდგომი პროექტის - „პარკ ბულვარის“ მშენებლობა. "ეს იქნება ასევე 22 მაღალსართულიანი, მრავალბინიანი კორპუსისგან შემდგარი მოცულობითი სივრცე, კეთილმოწყობილი ეზოებით, რეკრეაციული ზონებით, მდინარე მტკვრის სანაპიროზე გაშენებული საფეხმავლო ბულვარით, საბავშვო და სპორტული მოედნებით, საფეხმავლო და საავტომობილო ინფრასტრუქტურით", - ამბობს ის.

როგორც ქობალია აცხადებს, მოსახლეობას საშუალება ექნება ისიამოვნოს 8 ჰექტრამდე ტერიტორიაზე განლაგებული მასშტაბური პარკით. „ას ჯორჯიაში“ დარწმუნებულები არიან, რომ ეს ყველაფერი საცხოვრებელი კომპლექსის ბინათმფლობელთა მშვიდ და სასიამოვნო გარემოში ცხოვრებას უზრუნველყოფს.

მამუკა ქობალიამ დეტალურად აღწერა მცოცავი ყალიბის სტანდარტი. როგორც პროფესიონალი განმარტავს, ტუნელური ყალიბის შემთხვევაში კონსტრუქცია პრაქტიკულად ერთი მთლიანობაა.

"რკინაბეტონის სვეტების ნაცვლად, გვირაბის მსგავსი სპეციალური კონსტრუქციები დგას, ხოლო ტიხრებში და ყალიბის ზემოთ არსებულ სივრცეში მოთავსებულია ასაწყობი ფოლადის კონსტრუქციები. ამ კონსტრუქციების შეერთების შემდეგ ხდება მთლიანი იატაკის და ტიხრების ბეტონირება, რაც ბუნებრივია, კონსტრუქციის სიმტკიცის ძალიან მაღალ ხარისხს განაპირობებს.

გარდა ამისა, საგულისხმოა ის ფაქტორიც, რომ სამშენებლო ტექნოლოგიაში გამოყენებული თანამედროვე და მაღალეფექტიანი ღონისძიებების ერთობლიობა მნიშვნელოვნად მოქმედებს კომპლექსის მაცხოვრებლების კომუნალური ხარჯების მინიმიზაციაზე, როგორებიცაა განსაკუთრებით გათბობა და კონდიცირება. ამ კომპონენტებზე დანახარჯები კი, როგორც პრაქტიკა ცხადყოფს, კომუნალური ხარჯების ყველაზე მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს", - ამბობს ქობულია.

როგორც „ას ჯორჯიას“ მენეჯერი აღნიშნავს, გლობალური თვალსაზრისით, მცოცავი ყალიბის მეთოდის რეალური უპირატესობა თვალნათლივ წარმოაჩინა ახლახანს თურქეთში მომხდარმა დამანგრეველმა მიწისძვრამ. თურქეთის საინფორმაციო საშუალებების მონაცემების თანახმად, მიწისძვრისას ნგრევას გადაურჩა და საცხოვრებლად ვარგისი დარჩა უკლებლივ ყველა მრავალსართულიანი კორპუსი, რომელიც თურქეთის დაზარალებულ პროვინციებში სწორედ მცოცავი ყალიბის მეთოდით იყო ნაშენები.

ევროპული ქვეყნების გამოცდილებაზე საუბრისას მამუკა ქობალიას მაგალითად, საფრანგეთი მოჰყავს, სადაც სადღეისოდ, თითქმის ყველა ახალი მიკრორაიონი, ქალაქებსა და დაბებში, აშენებულია სწორედ მცოცავი (ტუნელური) ყალიბის მეთოდით.


(რ)