სამართლის ექსპერტი სანდრო ბარამიძე თბილისის მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში კომპანია "გრინსერვისი+"-ის გამარჯვებას არ ემხრობა. მისი მოსაზრებით, აღნიშნულმა კომპანიამ ვაკის პარკის შადრევანში მომხდარი სავალალო შედეგის შემდეგ დაამტკიცა, რომ ცუდი კონტრაქტორია, რის შემდეგაც მას ტენდერში არ უნდა გაემარჯვა.
გადაცემა „ანალიტიკაში“ სანდრო ბარამიძემ თქვა, რომ არცერთმა გონიერმა ადამიანმა "გრინსერვისი+" -ს ახალი პროექტი აღარ უნდა ანდოს.
„"გრინსერვისი +"-მა დაამტკიცა, რომ ცუდი კონტრაქტორი და სამშენებლო სამუშაოების ცუდი შემსრულებელია. იმდენად ცუდი, რომ მის მიერ შესრულებულ სამუშოებს ადამიანის სიკვდილი მოჰყვა. ამისთანა ცუდი გამოცდილების მქონე კომპანიას არცერთმა გონიერმა და წესიერმა ადამიანმა ახალი პროექტი არ უნდა ანდოს. არ არის გარანტია, რომ ასეთივე შედეგები სხვა შემთხვევაშიც დადგეს. ამ სახელმწიფოში პასუხისმგებლობის აღება არავის არ უნდა. საზოგადოებას არაფერი შეგვიძლია იმის გარდა, რომ ამაზე ვისაუბროთ და პროტესტი არჩევნებზე გამოვთქვათ“, - თქვა მან.
შეგახსენებთ, რომ კომპანია "გრინსერვისი+"-მა თბილისის მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში გაიმარჯვა. ტენდერის პირობების მიხედვით, კომპანიამ მოპირკეთების სამუშაოები უნდა ჩაატაროს, რისთვისაც ის დედაქალაქის ბიუჯეტისგან 3.1 მილიონ ლარს მიიღებს. ამ ტენდერის სავარაუდო ღირებულება 3.5 მილიონი ლარი იყო.
"გინსერვისი+" კიდევ ერთ ტენდერში მონაწილეობს, რომლის სავარაუდო ღირებულებაც 8.6 მილიონი ლარია, მასში კომპანიამ 6.8 მილიონი ლარის წინადადება წარადგინა.
ორი დღის წინ დედაქალაქის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ BMG-ის განუცხადა, რომ არ არსებობდა კანონის ნორმა, რომელიც ამ კომპანიას ტენდერებში მონაწილეობას აუკრძალავდა.
რატომ არ უნდა მოეგო "გრინსერვის+"-ს ტენდერი?
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
“ტრეფიკ თრეველის” დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე გუდაურში დააკავეს
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
ქუთაისიდან სვანეთისკენ გვირაბი თუ გაკეთდა, მესტია შვეიცარიის დონის კურორტი გახდება - გურჩიანი