10.ივლისი .2020 16:28

"აშკარად კომუნიკაციის პრობლემაა" - რომან კაკულია მარეგულირებელს

views 870
უკან

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე, რომან კაკულია ინიციატივით გამოვიდა, რომ „კომუნიკაციების შესახებ კანონში ცვლილებების“ განხილვა გადაიდოს. კაკულიამ კომიტეტის სხდომაზე თქვა, რომ მარეგულირებელსა და სატელეკომუნიკაციო კომპანიებს შორის კომუნიკაციის პრობლემაა.

„აშკარად არის კომუნიკაციის დეფიციტი. მე გთავაზობთ, რომ ძირითადი ოპერატორების მოსაზრებები მოვისმინოთ. გთავაზობთ, ხვალ გავაგრძელოთ ეს შეხვედრა. მხოლოდ ოპერატორებს და კომისიას შორის გავმართოთ შეხვედრა, მოვისმინოთ შეხედულებები და ორშაბათს გავმართოთ კომიტეტი. დღეს გადაწყვეტილებას ვერ მივიღებთ. შესაძლოა განხილვა იყოს დაჩქარებული, მაგრამ პოზიციების გაცვლა მაინც მინდა მოვისმინო. კი ბატონო, მოგყვებით დაჩქარებულ განხილვაზე, მაგრამ კომუნიკაციის მინიმალური სტანდარტი დავაკმაყოფილოთ. ყველაფერი მესმის, მაგრამ მიკვირს, რატომ ესმით ოპერატორებს პირველად ბევრი რამ აქ“, - განაცხადა რომან კაკულიამ.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა