მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"აშშ-ის უპრეცედენტო მხარდაჭერის მადლიერი ვარ" - ზელენსკი ბლინკენთან შეხვედრის შემდეგ

62664cb5ed1de
მარიამ ვარადაშვილი
25.04.22 11:27
999

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი და თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი გუშინ კიევში უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდნენ. 

Facebook-ზე დღეს გამოქვეყნებულ პოსტში ზელენსკის წერს, რომ აშშ-ის მხრიდან უმაღლესი თანამდებობის პირების კიევში ვიზიტი ხაზს უსვამს უკრაინის მნიშვნელობას. 

“განვიხილეთ თავდაცვის სფეროში დახმარება. რუსეთის წინააღმდეგ სანქციების პოლიტიკის გაძლიერება, უკრაინის ფინანსური დახმარება და უსაფრთხოების გარანტიები. მადლიერი ვარ, აშშ-ს მხრიდან უპრეცედენტო დახმარების”, - წერს ზელენსკი.

შეხვედრის შემდეგ, უკვე პოლონეთში თავდაცვის მდივანმა განაცხადა, რომ აშშ ყველაფერს გააკეთებს, რაც შეუძლია, რათა უკრაინამ მიიღოს ის, რაც სჭირდება.