მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"აშშ-ში კომერციული უძრავი ქონების ბაზარი გაყინულია“ – კომპანია RIPCO

5f8573eb08359
ვიქტორია მღებრიშვილი
13.10.20 14:34
1176
აშშ-ში კომერციული უძრავი ქონების კომპანიის RIPCO-ს საინვესტიციო გაყიდვების ვიცე-პრეზიდენტის ავთანდილ ჩხეიძის შეფასებით, აშშ-ში კომერციული უძრავი ქონების სექტორი გაყინულია.

აღსანიშნავია, რომ უძრავი ქონების კომპანია აშშ-ში 1991 წლიდან ძირითადად კომერციული ფართების გაყიდვა-გაქირავებითაა დაკავებული. ამერიკაში მოღვაწე ქართველი ავთანდილ ჩხეიძე კი, მათ გუნდს 2020 წლიდან შეუერთდა.

მისი ინფორმაციით, პანდემიით შექმნილმა მდგომარეობამ RIPCO-ს გაყიდვები 50%-70%-ით შეამცირა.

„ამერიკაში უძრავი ქონების ბაზრზე, სამწუხაროდ, ძალიან რთული მდგომარეობაა. კომპანია მუშაობის დისტანციურ რეჟიმზეა გადასული. საოფისე და კომერციული ფართების პრეზენტაციები ონლაინ - ზუმის საშუალებით ხდება, თუმცა ეს არ არის ისეთი ეფექტური, როგორც ჩვეულებრივი პრეზენტაციები, რადგან აშშ-ში კომერციული ფართები დატვირთული არა არის ფაქტობრივად კომერციული სეგმენტი გაყინულია. მოლოდინების გაკეთებაც გვიჭირს“, - განმარტავს ავთანდილ ჩხეიძე.

მისივე თქმით, ნიუ-იორკის ცენტრალურ უბნებში მდგომარეობა მკვეთრად შეცვლილია საცხოვრებელი ფართების ყიდვა-გაქირავების მხრივაც.

„ნიუ-იორკში გარეუბნების გაყიდვები გაიზარდა, რადგან ხალხი ქალაქგარეთ გავიდა და ამ მაჩვენებელმა კონკურენცია გააჩინა, სახლების გაყიდვებში. შესაბამისად, ჩემი შეფასებით, ქალაქის გარეუბნებში ქირის ფასები 5%-10%-ით გაიზარდა, რაც შეეხება ქალაქის ცენტრს - ქირის ფასი, დაახლოებით, 15%-20%-ით შემცირდა. გაყიდვების ფასები მანჰეტენზე 10%-15%-ით შემცირდა, მაგრამ აქტივობა ძალიან დაწეულია და ჩვენი მოლოდინებით საცხოვრებელი უძრავი ქონების ღირებულება 2021 წლისთვის კიდევ უფრო დაიწევს“, - აცხადებს RIPCO-ს საინვესტიციო გაყიდვები ვიცე-პრეზიდენტი ავთანდილ ჩხეიძე.

ცნობისთვის, ავთანდილ ჩხეიძე აშშ-ში მცხოვრები ქართველი ბიზნესმენია, რომელიც უძრავი ქონების სფეროში საქმიანობის გარდა, სარესტორნო ბიზნესსა დ აშშ-ში ქართული ღვინის იმპორტიორი კომპანია „ჰერეთი გლობალის“ მმართველია. მისი თქმით, უძრავი ქონების სექტორში შექმნილმა მდგომარეობამ და შენელებულმა პროცესებმა, მას ქართული ღვინის პოპულარიზაციაში შეუწყო ხელი, რადგან გარკვეული დრო გამოუთავისუფლდა.