11.სექტემბერი .2019 09:00

"აშშ-ში ქართული ღვინისა და სპირტის ექსპორტი მეტ დასაქმებულ ადამიანს და გაზრდილ ვენახებს ნიშნავს"

views 437
უკან

Bolero & Co. ქართული ღვინისა და ბრენდის სპირტის გატანას ამერიკულ ბაზარზე უახლოეს მომავალში გეგმავს. ფრანგული "დესანტიე ეთ ფილს"-თან 7-წლიანი თანამშრომლობის შემდეგ კომპანია ამერიკის ბაზარზე მუშაობს და „საქმიან დილაში“ ამერიკული ბაზრის უპირეტესობებზე საუბრობს.

„ყველანაირი ძალისხმევა იქნება მიმართული იქითკენ, რომ ქართული ღვინო გავიდეს ამერიკის ბაზარზე. მართალია, სტრატეგიული გეგმა გრძელვადიანია, მაგრამ ვეცდებით, რომ უახლოეს პერიოდში მოხდეს პირველი ნაკადის მიწოდება. ამერიკაში ქართული ღვინის მიწოდება ნიშნავს ფართობით გაზრდილ ვენახებს, დასაქმებული ადამიანების რაოდენობის გაზრდას და ა.შ. ასევე, საუბარია, "ბოლეროს" თითქმის ყველა ტიპის ალკოჰოლის პროდუქციაზე, ღვინით დაწყებული და სპირტით დამთავრებული. სავარაუდო მოცულობები ჩვენთვის ცნობილია, თუმცა ამ ეტაპზე თავს შევიკავებ. ექსპორტის გაზრდა არაა მხოლოდ ქვეყნის წარმატება და ის მთელს ქვეყანასა და დარგზე აისახება. ჩვენ საფრანგეთთან 7 წელია უკვე ვთანამშრომლობთ და წარმატებით მიმდინარეობს საბრენდე სპირტების მიწოდება. საკმაოდ კონკურენტულები ვართ, შეგვწევს უნარი, ვაწარმოოთ მაღალი ხარისხის პროდუქტი", - აცხადებს Bolero & Co.-ს გენერალური დირექტორი ირაკლი ბექაური.

როგორც BMG-ის  ბექაურმა განუცხადა, ამ ეტაპზე “Bolero & Co”-ს ექსპორტზე ბოთლში ჩამოსხმული ღვინო და ბრენდი გააქვს. საბრენდე სპირტები ჩამოსასხმელი სახით აქამდე არ გაუტანიათ აშშ ბაზარზე, ისევე როგორც არცერთ სხვა კომპანიას, რომელიც საბრენდე სპირტს აწარმოებს.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა