მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"აშშ-ში ვაქცინაციისთვის მზადება დაიწყო... საქართველოში გაზაფხული ალბათ "გადასაგორებელი" იქნება"

5fb7759b6f0d2
ინგა მურუსიძე
20.11.20 13:16
1534
საქართველოში გაზაფხული ალბათ "გადასაგორებელი" გვექნება, სავარაუდოდ, 5-6 თვე შეუძლებელი იქნება ვაქცინის მიღება, - ამის შესახებ პროფესორმა, ინფექციონისტამ ზურაბ გურულმა განაცხადა.

ის ამერიკაში მოღვაწეობს და ერთ-ერთი კოვიდ-კურსის, კოვიდ-ცენტრის ხელმძღვანელია. როგორც გურულმა „ტვ პირველის“ ეთერში, გადაცემა „პირველ ხაზში“ სტუმრობისას განაცხადა, უკვე მიიღეს დიდმა კლინიკებმა ბრძანება და დაიწყეს მუშაობა სპეციალური მაცივრების შესაძენად, რომელიც ვაქცინის შესანახად იქნება საჭირო.

ამერიკაში მოღვაწე ინფექციონსტი ამბობს, რომ აშშ სავარაუდოდ, პირველ რიგში „ფაიზერის“ ვაქცინას მიიღებს, რადგან სახელმწიფოსთან სწორედ მათ აქვთ ხელშეკრულება გაფორმებული.

„მე მაგალითად „ფაიზერის“ ვაქცინის მისაღებად ვემზადები, რადგან სპეციალური მაცივრის შეძენაზე მიწევს მუშაობა. სახელმწიფოსთან ჰქონდა დადებული 2 მილიარდიანი ხელშეკრულება და 100 მლნ დოზა უფასოდ უნდა გადასცეს სახელმწიფოს, ამიტომ დარწმუნებული ვარ, რომ „ფაიზერი“ გამოგზავნის პირველ ვაქცინებს, ვიდრე „მოდერნა“. აშშ-ში ოთხი შტატია გამოყოფილი, სადაც ლოგისტიკურად პირველად განთავსდება ვაქცინები. მაცივრებმა -90 გრადუსზე უნდა იმუშაოს“, - განაცხადა გურულმა.

მისი განმარტებით, მიუხედავად აშშ-ში სრული მობილიზებისა, ვაქცინა ხელმისაწვდომი ალბათ დეკემბრის ბოლოსკენ იქნება.

„მეიოს“ კლინიკა, რომელიც ერთ-ერთი უდიდესია, არ გააჩნია მაცივარი, მიმდინარეობს შესყიდვა მის დასამონტაჟებლად. აშშ-შიც ალბათ დეკემბრის ბოლოსკენ დაიწყება ნებაყოფლობითი აცრა და პირველ რიგში ხელმისაწვდომი იქნება ექიმებისთვის, ექთნებისთვის და მოწყვლადი ჯგუფებისთვის“, - განაცხადა ინფექციონისტმა.