მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"აშშ-სთან და ამერიკასთან ურთიერთობების გაძლიერება ჩვენი მთავარი გეზია" - ირაკლი ღარიბაშვილი

6310f371c0a32
BM.GE
01.09.22 21:55
844
პრემიერ-მინისტრის თქმით, აშშ-სთან და ამერიკასთან ურთიერთობების გაძლიერება ხელისუფლების "მთავარი გეზია".

ღარიბაშვილის თქმით, საქართველო პატარა, მაგრამ ძალიან ძლიერი სახელმწიფოა და პარტნიორებისა და მოკავშირეების გარეშე დიდ წარმატებებს ვერ მიაღწევს.

"მინდა ყველა ჩვენს თანამოქალაქეს შევახსენო, რომ ჩვენ ვართ პატარა სახელმწიფო და ჩვენს ქვეყანას სტაბილურად ვავითარებთ. მე როგორც პრემიერ-მინისტრი, ჩვენი მთავრობა და მმართველი გუნდი ვალდებულნი ვართ და პასუხისმგებელნი, ჩვენი ქვეყანა განვითარდეს სტაბილურად და რა თქმა უნდა, ამას ძლიერი მოკავშირეების ყოლა სჭირდება, ისეთების, როგორიცაა ამერიკის შეერთებული შტატები, ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორი, ევროკავშირი და ევროპული სახელმწიფოები.

ჩვენი პატარა სახელმწიფო, მაგრამ ძალიან ძლიერი სახელმწიფო, ძალიან ძლიერი ხალხი პარტნიორების და მოკავშირეების გარეშე ვერ მიაღწევს დიდ წარმატებებს. ჩემი, როგორც პრემიერ-მინისტრის როლია, რომ მაქსიმალურად გავაძლიერო ურთიერთობები ამერიკასთან და და ევროკავშირთან, როგორც ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან - ეს არის ჩვენი მთავარი გეზი,”- აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.