31.იანვარი .2023 09:00

"აშშ-ზე კარგი ბაზარი მსოფლიოში არ არსებობს" - "მანნას" საექსპორტო გეგმები

"აშშ-ზე კარგი ბაზარი მსოფლიოში არ არსებობს" - "მანნას" საექსპორტო გეგმები
views 926
უკან

კომპანია „მანნა“, რომელიც ქართული ჩაისა და სხვა ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციას აწარმოებს, 2023 წელს ექსპორტზე აშშ-ში გასვლას გეგმავს.

კომპანიის დირექტორი ირაკლი ღურჭუმელია bm.ge-სთან ამბობს, რომ აშშ კომპანიისთვის ყველაზე სასურველი ბაზარია და 2023 წლის მიზნობრივი ქვეყანა „მანნასთვის“ სწორედ ამერიკა იქნება. მისივე თქმით, გარდა აშშ-სა, „მანნა“ საუდის არაბეთში შესვლასაც განიხილავს.

„კომპანია ექსპორტს ძირითადად ევროპის მიმართულებით, ჩეხეთში, პოლონეთში, გერმანიასა და სლოვაკეთში ახორციელებს. ჩეხეთში პარტნიორი გვყავს, სადაც კომპანიის საწყობია განთავსებული და ევროპის ქვეყნებში რეალიზაცია ამ საწყობიდან ხდება.

2023 წლის მიზნობრივი ბაზარი ჩვენთვის აშშ-ია. ამერიკაზე კარგი ბაზარი მსოფლიოში არ არსებობს, დიდი ბაზარია და პროდუქტზე ფასის მიუხედავად, თუ ხარისხზე ორიენტირებული ხარ, რეალიზაციას მაინც შეძლებ. გარდა აშშ-სა, 2023-ში ექსპორტს საუდის არაბეთის მიმართულებითაც განვიხილავთ“, - აღნიშნავს „მანნას“ დირექტორი.

ინფორმაციისთვის: „მანნას“ წარმოების 75% ადგილობრივ ბაზარზე იყიდება, 25%-კი ექსპორტზე ევროპის მიმართულებით გადის.