კომპანია „მანნა“, რომელიც ქართული ჩაისა და სხვა ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციას აწარმოებს, 2023 წელს ექსპორტზე აშშ-ში გასვლას გეგმავს.
კომპანიის დირექტორი ირაკლი ღურჭუმელია bm.ge-სთან ამბობს, რომ აშშ კომპანიისთვის ყველაზე სასურველი ბაზარია და 2023 წლის მიზნობრივი ქვეყანა „მანნასთვის“ სწორედ ამერიკა იქნება. მისივე თქმით, გარდა აშშ-სა, „მანნა“ საუდის არაბეთში შესვლასაც განიხილავს.
„კომპანია ექსპორტს ძირითადად ევროპის მიმართულებით, ჩეხეთში, პოლონეთში, გერმანიასა და სლოვაკეთში ახორციელებს. ჩეხეთში პარტნიორი გვყავს, სადაც კომპანიის საწყობია განთავსებული და ევროპის ქვეყნებში რეალიზაცია ამ საწყობიდან ხდება.
2023 წლის მიზნობრივი ბაზარი ჩვენთვის აშშ-ია. ამერიკაზე კარგი ბაზარი მსოფლიოში არ არსებობს, დიდი ბაზარია და პროდუქტზე ფასის მიუხედავად, თუ ხარისხზე ორიენტირებული ხარ, რეალიზაციას მაინც შეძლებ. გარდა აშშ-სა, 2023-ში ექსპორტს საუდის არაბეთის მიმართულებითაც განვიხილავთ“, - აღნიშნავს „მანნას“ დირექტორი.
ინფორმაციისთვის: „მანნას“ წარმოების 75% ადგილობრივ ბაზარზე იყიდება, 25%-კი ექსპორტზე ევროპის მიმართულებით გადის.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
“ტრეფიკ თრეველის” დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე გუდაურში დააკავეს
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
ქუთაისიდან სვანეთისკენ გვირაბი თუ გაკეთდა, მესტია შვეიცარიის დონის კურორტი გახდება - გურჩიანი