მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ასკანელი" ღვინის საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირებაზე მუშაობს - რომელია ახალი ქვეყნები?

62f787c85d58c
მარიამ დემეტრაშვილი
14.08.22 20:00
1308
„ასკანელის“ კომერციული დირექტორის ალექსანდრე ვაშალომიძის განცხადებით, კომპანია ახალი ახალი ბაზრების ათვისების მიზნით, აქტიურ მოლაპარაკებებს პოლონეთთან აწარმოებს. ამის შესახებ მან BMG-სთან ისაუბრა.

კომპანიის კომერციული დირექტორი ამბობს, რომ „ასკანელი“ სინგაპურის ბაზრის ათვისებასაც გეგმავს.

„მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ბაზრები დივერსიფიცირებული იყოს, მაქსიმალურად გავიდეთ სხვადასხვა ქვეყანაში. შემიძლია ვთქვა, რომ საკმაოდ წარმატებულად ვაკეთებთ ამას. აქტიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს პოლონეთის ბაზართან, აქტიურად ვსაუბრობთ სხვადასხვა ევროპულ ქვეყანასთან, უკვე შევედით ფინეთში, შვედეთში, ნორვეგიაში, უბრალოდ ახლა ვსაუბრობთ ჩვენი პროდუქტის მიწოდების რაოდენობების გაზრდაზე. ევროპას თუ ავიღებთ, საქართველოდან ყველაზე კარგად ლატვიის ბაზარზე ვართ წარმოდგენილი, სადაც სტაბილურ ზრდას ყოველწლიურად ვხედავთ. ასევე წარმოდგენილი ვართ ლიეტუვაში, გერმანიასა და ინგლისში“, - განაცხადა ვაშალომიძემ.

მისი ინფორმაციით, რუსეთ-უკრაინის ომის გამო, უკრაინაში „ასკანელის“ ღვინის ექსპორტი დაახლოებით 60%-ით შემცირდა.