15.ოქტომბერი .2022 14:12

"ასკანელმა" უკრაინაში ექსპორტი განაახლა - კომპანიის გეგმები

"ასკანელმა" უკრაინაში ექსპორტი განაახლა - კომპანიის გეგმები
views 550
უკან

„ასკანელმა“ უკრაინაში ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების ექსპორტი განაახლა. როგორც Forbes Talks-სთან საუბრისას კომპანიის დამფუძნებელმა გოჩა ჩხაიძემ აღნიშნა, წელს უკრაინაში მიმდინარე ომის გამო ექსპორტი განახევრდება.

„უკრაინას ჩვენს საექსპორტო პორტფელში საკმაოდ კარგი წილი ეკავა - დაახლოებით 1.3 მლნ ბოთლი წლიურად. ომის დაწყებისას გადატვირთვები შეჩერდა, ახლა კი გააქტიურდა და ვალის დაფარვაც დაიწყეს. ჩვენ მათ დარჩენილი ვალის გადახდას არ ვთხოვდით, რადგან ამ ვითარებაში არ მივიჩნევდით ამას სწორად, ამიტომ ჩვენ ეს პაუზა შევინარჩუნეთ. გადატვირთვების დაწყება თვითონ გვთხოვეს. ვფიქრობთ, წელს უკრაინაში დაგეგმილი მოცულობის ნახევარი, დაახლოებით 600 000 ბოთლი გავა“, - განაცხადა ჩხაიძემ.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა