11.მაისი .2021 15:18

"ასტრაზენეკათი" აცრა 45 წელს ზემოთ მოქალაქეებსაც შეეძლებათ

"ასტრაზენეკათი" აცრა 45 წელს ზემოთ მოქალაქეებსაც შეეძლებათ
views 493
უკან

"ასტრაზენეკათი" აცრის დაშვებული ასაკი 55-დან 45 წლამდე შემცირდა. შესაბამისი გადაწყვეტილება დღეს ვაქცინაციის საბჭომ მიიღო.

როგორც საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ განაცხადა, ხვალ, 20:00 საათიდან "ასტრაზენეკას" ვაქცინით აცრისთვის დარეგისტრირებას შეძლებენ მოქალაქეები 45 წლის ასაკიდან ზემოთ.

"ასტრაზენეკაზე" ასაკობრივი ზღვარი შემცირებასთან დაკავშირებით განსაკუთრებული მოთხოვნა იყო სამედიცინო პერსონალის მხრიდან. ჩვენ გავაგრძელებთ მოსახლეობის ინფორმირებას ყველა შესაძლო რისკის და გართულების შესახებ, თუმცა ის გართულებები, რის გამოც სხვადასხვა ქვეყანამ გადაწყვიტა "ასტრაზენეკათი"აცრაზე ასაკობრივი ზღვარის დაწევა, არის ძალიან იშვიათი", - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

მისივე თქმით, ექსპერტებმა ჩათვალეს, რომ აღნიშნული ვაქცინა საქართველოში 45 წელს ზემოთ მყოფი მოქალაქეებისთვის უსაფრთხო იქნება.